02:32 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-15 18:21:53, 997 ნახვა

საზოგადოება
ბერძენიშვილი - ჩემს სახლთან 20-მდე ნიღბიანი პირი იყო მობილიზებული, მათი მიზანი ალბათ ფიზიკური ანგარიშსწორება იყო

აქ [ჩემ სახლთან] ყოფილა დაახლოებით 15-20 ადამიანი, ფიზიკურად კარგად მომზადებული, შესაბამისი ნიღბებით და ეკიპირებით. ამის შესახებ პროფესორმა ლევან ბერძენიშვილმა განაცხადა.

როგორც ბერძენიშვილი აღნიშნავს, მისი გადაადგილების მარშუტი კარგად იციან და მას ელოდებოდნენ სახლთან, როდესაც ის უნივერსიტეტიდან ბრუნდებოდა, ამის შესახებ მას მისმა მეუღლემ აცნობა და ადგილზე საპატრულო პოლიცია გამოიძახა, რის შემდეგაც ნიღბიანმა პირებმა ტერიტორია დატოვეს.

"აქ ყოფილა დაახლოებით 15-20 ადამიანი, ფიზიკურად კარგად მომზადებული, შესაბამისი ნიღბებით და ეკიპირებით. მე თვითონ არ მინახავს გზაში ვიყავი. მე გამაფრთხილეს. მათ შესანიშნავად იციან ჩემი გადაადგილების გრაფიკი. ეს უკვე მერამდენე შემთხვევაა. ხან შემთხვევით მოქალაქე შემხვდება და რაღაცას მეტყვის და ხან რა. მე თვითონ არ ვიცი, როდის სად მივდივარ და იმათთან იციან უკეთ. ამჟამად მოვდიოდი კავკასიის უნივერსიტეტიდან, როდესაც დავამთავრე ლექციები და დამირეკეს ოჯახიდან, აქ არიან აგრესიულად განწყობილი [პირები]. არაფერ უთქვამთ, იღიმებოდნენ, მაგრამ კუნთებზე იყურებოდნენ. როდესაც გამოძახებული იქნა პატრული, ეს ხალხი გაქრა. დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში იმყოფებოდნენ. ეს არის ბოლო დროს აგორებული, რომ თითქოს მე ხევსურებს რაღაც შეურაცხყოფა მივაყენე 2013 წელს. [...] ალბათ, ფიზიკური ანგარიშსწორება იყო მათი ამოცანა"- ამბობს ბერძენიშვილი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics