|
2023-05-15 17:34:03, 779 ნახვა
პოლიტიკა
TI - „ქართულმა ოცნებამ“ 2023 წლის პირველ სამ თვეში 8 დონორისგან 300 000 ლარი მიიღო
საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველო პოლიტიკური შემოწირულებების სტატისტიკას აქვეყნებს, რომელიც 2023 წლის 1 იანვრიდან - 31 მარტის ჩათვლით მონაცემებს მოიცავს. მათი ინფორმაციით, 2023 წლის 1 იანვრიდან - 31 მარტის ჩათვლით ყველა პარტიამ ჯამში 640 569 ლარის ოდენობის შემოწირულება მიიღო, აქედან თითქმის ნახევარი - 300 000 ლარი მმართველ პარტიაზე მოდიოდა, მეორე ადგილზე იყო „ლელო საქართველოსთვის“ 201 000 ლარით, ხოლო მესამეზე – „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ 84 299 ლარით. რაც შეეხება შემწირველების რაოდენობას, აქ სათავეში არის „ლეიბორისტული პარტია“, რომელსაც საანგარიშო პერიოდში 88-ჯერ შეწირეს თანხა, თუმცა ამ შემოწირულებების უმრავლესობა მცირე თანხებს შეადგენდა. "საანგარიშო პერიოდში „ქართულმა ოცნებამ“ თითქმის იმდენივე შემოწირულება მიიღო რამდენიც ყველა სხვა პარტიამ ჯამურად, თუმცა ეს დონორების სიმრავლის ხარჯზე არ მომხდარა — მმართველ პარტიას სულ 8 დონორი ჰყავდა, რომლებმაც პარტიის სასარგებლოდ მსხვილი თანხები გაიღეს. 8 დონორიდან 6 ბათუმელი ბიზნესმენია, აქედან ერთ-ერთის, ბათუმის საკრებულოს ყოფილი წევრის, ნუკრი დოლიძის კომპანიები რეგულარულად იგებენ მრავალმილიონიან სახელმწიფო ტენდერებს", - ნათქვამია "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
მედვედევი - დასავლეთმა საქართველო მხოლოდ ჩვენს წინააღმდეგ გეოპოლიტიკური ბრძოლის უხეშ ინსტრუმენტად გამოიყენა
ნიკა გვარამია ირაკლი კობახიძის განცხადებაზე - აი, ეს არის სამშობლოს ღალატი - სამართლებრივადაც
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|



ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)