|
2023-05-15 16:01:41, 889 ნახვა
ეკონომიკა
ვახტანგ ცინცაძე - ეკონომიკური ზრდა არის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი სამუშაო ადგილების შექმნის, დასაქმებულთა ზრდისა და სიღარიბის დონის შემცირებისთვის
2021-22 წლებში, მაღალი ეკონომიკური ზრდის პარალელურად, ფიქსირდება უმუშევრობის დონის შემცირება - წინა წელთან შედარებით, ეს მაჩვენებელი, დაახლოებით, 3.4 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული. აღსანიშნია, რომ 2022 წელს უმუშევრობის დონემ ისტორიულ მინიმუმს მიაღწია და 17.3 პროცენტი შეადგინა, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ ცინცაძემ „საქსტატის" მიერ გამოქვეყნებული მაჩვენებელების შესახებ გაკეთებულ კომენტარში განაცხადა. მინისტრის მოადგილის შეფასებით, ხაზგასასმელია ის გარემოება, რომ უმუშევრობის დონე შემცირებულია პანდემიამდელ პერიოდთან შედარებითაც. „2022 წელს დასაქმებულთა რაოდენობამ 1 284 000 პირი შეადგინა, ხოლო უმუშევრობის დონე შემცირდა ყველა ასაკობრივ ჯგუფში, როგორც სოფლად, ასევე ქალაქად", - აღნიშნა ცინცაძემ. უმუშევრობის დონის შემცირებასთან და დასაქმების ზრდასთან ერთად ფიქსირდება შრომის ბაზრის სტრუქტურული გაუმჯობესებაც. ვახტანგ ცინცაძის ინფორმაციით, დასაქმების ზრდის პარალელურად, იზრდება შრომის ბაზარზე აქტიურობის დონეც, რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანები, რომლებიც აქამდე არ ეძებდნენ სამსახურს, დღეს უკვე იწყებენ სამუშაოს ძებნას და ამავე დროს, საქმდებიან. „ყოველივე ამის გათვალისწინებით, შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ეკონომიკური ზრდა არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი, რაც ხელს უწყობს სამუშაო ადგილების შექმნას, დასაქმებულთა რაოდენობის ზრდას და, საბოლოო ჯამში, აისახება სიღარიბის დონის შემცირებაზე", - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)