|
2023-05-15 14:22:55, 727 ნახვა
პოლიტიკა
ღუდუშაური - სალომე ზურაბიშვილი ტელეკამერების წინ ვეტოს ისე იქნევს, როგორც ხმალს [ვიდეო]
სალომე ზურაბიშვილი ტელეკამერების წინ ვეტოს ისე იქნევს, როგორც ხმალს,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა. ღუდუშაურის თქმით, როდესაც ქალბატონი პრეზიდენტი არარსებულ კანონზე აკეთებს განცხადებას, მან როგორც მინიმუმ უნდა დატუქსოს თავისი აპარატის წარმომადგენლები. "ისე იქნევს ამ ვეტოს ქალბატონი პრეზიდენტი ტელეკამერების წინ, როგორც ხმალს, ამიტომ მე მას განვუმარტავდი, რომ იქნებ თავის აპარატს უთხრას,რომ ვეტო რა შემთხვევაში შეიძლება იყოს გამოყენებული. არარსებულ კანონზე, როდესაც ასეთ განცხადებას აკეთებს ქალბატონი პრეზიდენტი, მე ვფიქრობ, რომ მან აუცილებლად უნდა, როგორც მინიმუმ დატუქსოს თავისი აპარატის წარმომადგენლები",- განაცხადა ღუდუშაურმა. ცნობისთვის, ცენტრალური საარჩევო კომისიის თავმჯდომარეობისა და ე.წ. პროფესიული წევრობის კანდიდატების შერჩევის და საკანონმდებლო ორგანისთვის წარდგენის უფლებამოსილება პრეზიდენტის ნაცვლად, პარლამენტის თავმჯდომარეს ექნება. ცვლილებები, რომელიც აღნიშნულს ითვალისწინებს და რომელთა ინიციატორებიც "ქართული ოცნების" დეპუტატები არიან, „საარჩევნო კოდექსსა“ და რეგლამენტში შედის. დაგეგმილ ცვლილებებს გამოეხმაურა პრეზიდენტის ადმინისტრაცია და თქვა, რომ ცესკო-ს თავმჯდომარისა და ე.წ. პროფესიული წევრობის კანდიდატების შერჩევაზე კანონს პრეზიდენტი ვეტოს დაადებს. ამასთან, გუშინ, 14 მაისს "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ცესკო-სთან დაკავშირებულ კანონპროექტზე პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ თუ პრეზიდენტი ცესკო-სთან დაკავშირებულ ცვლილებებს ვეტოს დაადებს, მაშინ პარტია მას დაძლევს.
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
მედვედევი - დასავლეთმა საქართველო მხოლოდ ჩვენს წინააღმდეგ გეოპოლიტიკური ბრძოლის უხეშ ინსტრუმენტად გამოიყენა
ნიკა გვარამია ირაკლი კობახიძის განცხადებაზე - აი, ეს არის სამშობლოს ღალატი - სამართლებრივადაც
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)