02:33 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-15 10:37:06, 795 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს ფოსტასა და პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის ხელი მოეწერა მემორანდუმს, რომელიც საოკუპაციო ხაზთან სოფლებში ბიბლიოთეკების მოწყობას ითვალისწინებს

მიმდინარე წლის 11 მაისს, საქართველოს ფოსტასა და საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის ხელი მოეწერა მემორანდუმს, რომელიც მიზნად ისახავს საოკუპაციო ხაზთან არსებულ სოფლებში ბიბლიოთეკების მოწყობას.

 საქართველოს ფოსტის ცნობით, აღნიშნული პროექტი მიიღებს პერმანენტულ ხასიათს და გაგრძელდება ერთი წელი.

"საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა უზრუნველყოფს წიგნების თემატურად შერჩევას, ხოლო საქართველოს ფოსტა შეძენასა და მიწოდებას. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ფოსტა აქტიურად არის ჩართული სხვადასხვა კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მატარებელ აქტივობებში. 
 
 მემორანდუმს ხელი მოაწერეს საქართველოს ფოსტის გენერალურმა დირექტორმა, ლევან ჩიკვაიძემ და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა, გიორგი კეკელიძემ",- ნათქვამია საქართველოს ფოსტის ინფორმაციაში.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics