|
2023-05-14 16:01:01, 841 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე სტრასბურგზე - წერტილი დაესვა „ფეიკ“ კამპანიას, რომელიც ქვეყანას სააკაშვილმა და მისმა თანამზრახველებმა დაატეხეს
ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში მთავარმა ორგანომ, უფლებების ნაწილში, სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ ყველაფერი რაც ჩვენ და არა მხოლოდ ჩვენ, წელიწად-ნახევრის განმავლობაში მოვისმინეთ ამ საკითხთან დაკავშირებით იყო ცალსახა ტყუილი და "ფეიკ" კამპანიის ნაწილი“,- ამის შესახებ ფრაქცია ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ საქმეზე „სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებაზე კომენტირებისას განაცხადა. მამუკა მდინარაძის თქმით, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თვითდაზიანების რეჟიმში იყო მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ სტრასბურგის სასამართლოს მიეღო ის გადაწყვეტილება, რაც მათ სურდათ. „წელიწად-ნახევრის განმავლობაში რამდენი ფული დახარჯეს თქვენ იცით, მხოლოდ ოფიციალური ნაწილი ამ ფულის ხარჯვის მილიონ დოლარს შეადგენდა. ამის იქით შეკვეთილი სტატიებიც ვნახეთ, ისტერიაც ვნახეთ მათ შორის. სააკაშვილის თემასთან დაკავშირებით ყოველდღიურ რეჟიმში იყო კამპანია დალაგებული როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, სამწუხაროდ, ქვეყნის გარეთაც, რომ პრეზიდენტს კლავენ, ყოფილი პრეზიდენტი ცუდ მდგომარეობაშია და ამ დროს თვითდაზიანების რეჟიმში იყო მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ სტრასბურგის სასამართლოს, საბოლოო ჯამში, მიეღო ის გადაწყვეტილება, რაც მათ სურდათ, რაც არ არის რეალობა და რაც არ გამომდინარეობდა სიმართლისგან და სინამდვილისგან, თუმცა, ეს მათ ვერ მიიღეს. როგორც ჩანს, გარკვეულ ძალებს, ჩვენს შემთხვევაში მათ მოვიხსენიებთ ხოლმე, როგორც გლობალური ომის პარტიას და ა.შ. გავლენები სტრასბურგში არ აქვთ, თორემ სხვაგვარ გადაწყვეტილებას მივიღებდით. ეს ძალიან კარგია და რეალურად წერტილი დაესვა იმ წელიწად-ნახევრიან "ფეიკ" კამპანიას", რომელიც სააკაშვილმა და მისმა თანამზრახველებმა ამ ამბავში დაატეხეს ჩვენ ქვეყანას. ყველაზე სამწუხაროა, როდესაც ქვეყნის იმიჯს აზიანებ მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ტყუილები დააჯერო როგორც საერთაშორისო, ასევე ქართულ საზოგადოებას - ეს არის სამწუხარო, ეს არის ცუდი, რის შედეგებსაც, ალბათ, ბოლომდე ვერ აღმოვფხვრით, მაგრამ ზედმეტ-ნაკლებად ამის გაკეთება შეიძლება იმიტომ, რომ სტრასბურგმა თავისი სიტყვა თქვა“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ. შეგახსენებთ, 12 მაისს საქმეზე "სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ" სტრაბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება გახდა ცნობილი. როგორც იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა, სასამართლოს გადაწყვეტილებით, მიხეილ სააკაშვილს უარი ეთქვა ვარშავაში გადაყვანაზე და სახელმწიფოს არ დაევალა ექსპრეზიდენტის ქვეყნის შიგნით სხვა დაწესებულებაში გადაყვანა.
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
მედვედევი - დასავლეთმა საქართველო მხოლოდ ჩვენს წინააღმდეგ გეოპოლიტიკური ბრძოლის უხეშ ინსტრუმენტად გამოიყენა
ნიკა გვარამია ირაკლი კობახიძის განცხადებაზე - აი, ეს არის სამშობლოს ღალატი - სამართლებრივადაც
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)