|
2023-05-14 15:54:56, 779 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - თუ პრეზიდენტი ცესკო-სთან დაკავშირებულ ცვლილებებს ვეტოს დაადებს, დავძლევთ
თუ პრეზიდენტი ვეტოს დაადებს, რა თქმა უნდა, დავძლევთ,- ასე გამოეხმაურა "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ცესკო-სთან დაკავშირებულ კანონპროექტზე პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებას. კობახიძის შეფასებით, სალომე ზურაბიშვილი რადიკალური ოპოზიციის ნარატივზეა გადასული. „სალომე ზურაბიშვილი თავიდან ბოლომდე რადიკალური ოპოზიციის ნარატივზეა გადასული, აქედან გამომდინარე, ჩვენ არ გვიკვირს მისი ასეთი განცხადება. თუ დაადებს ვეტოს, ამ შემთხვევაში ჩვენ, რა თქმა უნდა, ვეტოს დავძლევთ“, - განაცხადა კობახიძემ. მისი თქმით, არსებული წესი იყო ირაციონალური, რომელიც ოპოზიციის და არასამთავრობო ორგანიზაციების მოთხოვნით ე.წ. 19 აპრილის შეთანხმების შედეგად შევიდა საარჩევნო კოდექსში. „არსებული წესი იყო აბსოლუტურად ირაციონალური და უპრეცედენტო. მსოფლიოში ვერ მეტყვით ვერცერთ ქვეყანას, სადაც ანალოგიური წესი შეიძლება იყოს დადგენილი, არ არსებობს უბრალოდ ასეთი ქვეყანა. ეს წესი დადგინდა ე.წ. 19 აპრილის შეთანხმების შესაბამისად. ეს იყო ოპოზიციის, „ენჯეოების“ მოთხოვნა და ეს იყო უპრეცედენტო, ირაციონალური წესი, რომელიც საარჩევნო კოდექსში სწორედ 19 აპრილის შეთანხმებიდან გამომდინარე შევიტანეთ. თუმცა, დღეისათვის მოგეხსენებათ, 19 აპრილის შეთანხმება არის ანულირებული. აქედან გამომდინარე, ჩვენ არ გვაქვს არავითარი ვალდებულება, რომ ირაციონალური რეგულაციები დავტოვოთ საარჩევნო კოდექსში. შესაბამისად, დადგინდება რაციონალური, სწორი რეგულაცია, რომელიც თავიდან ბოლომდე შესაბამისობაშია საერთაშორისო სტანდარტებთან, ეს არის ამ ცვლილების ერთადერთი მიზანი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. ცნობისთვის, ცენტრალური საარჩევო კომისიის თავმჯდომარეობისა და ე.წ. პროფესიული წევრობის კანდიდატების შერჩევის და საკანონმდებლო ორგანისთვის წარდგენის უფლებამოსილება პრეზიდენტის ნაცვლად, პარლამენტის თავმჯდომარეს ექნება. ცვლილებები, რომელიც აღნიშნულს ითვალისწინებს და რომელთა ინიციატორებიც "ქართული ოცნების" დეპუტატები არიან, „საარჩევნო კოდექსსა“ და რეგლამენტში შედის. დაგეგმილ ცვლილებებს გამოეხმაურა პრეზიდენტის ადმინისტრაცია და თქვა, რომ ცესკო-ს თავმჯდომარისა და ე.წ. პროფესიული წევრობის კანდიდატების შერჩევაზე კანონს პრეზიდენტი ვეტოს დაადებს.
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
მედვედევი - დასავლეთმა საქართველო მხოლოდ ჩვენს წინააღმდეგ გეოპოლიტიკური ბრძოლის უხეშ ინსტრუმენტად გამოიყენა
ნიკა გვარამია ირაკლი კობახიძის განცხადებაზე - აი, ეს არის სამშობლოს ღალატი - სამართლებრივადაც
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)