|
2023-05-13 14:57:33, 1174 ნახვა
პოლიტიკა
რუსული მედია - რუსეთსა და საქართველოს შორის ფრენები, შესაძლოა, 16 მაისიდან განახლდეს
რუსეთსა და საქართველოს შორის ფრენები, შესაძლოა, 16 მაისიდან განახლდეს, - აღნიშნულის შესახებ რუსული მედია РБК-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს მედიის ცნობით, მომავალი კვირიდან რუსული ავიაკომპანია Azimuth-ი და Georgian Airways-ი მოსკოვიდან თბილისის მიმართულებით ფრენების დაწყებას გეგმავენ. ხოლო ფრენები ფორმალური მოთხოვნების დაკმაყოფილების შემდეგ დაიწყება. "იმედია, უახლოეს ათ დღეში ფრენებს დავიწყებთ. ჩვენ პატარა კომპანია ვართ და ზარალზე მუშაობა არ შეგვიძლია, ამიტომ ვიმუშავებთ, რომ ეს მიმართულება განვავითაროთ", - განაცხადა Georgian Airlines Group-ის პრეზიდენტმა თამაზ გაიაშვილმა, მედიასთან საუბრისას. ამასთან, როგორც РБК-ს თბილისის აეროპორტის ხელმძღვანელმა, TAV Airports-ის კორპორაციული კომუნიკაციების დირექტორმა ერჰან უსტუნდაგმა უთხრა, ორივე ავიაკომპანიამ თბილისის აეროპორტს რუსეთიდან ფრენების შესახებ უკვე შეატყობინა. РБК-ის წყაროების ცნობითვე, Azimuth-ი თბილისში ფრენას კვირაში ექვსჯერ გეგმავს. მედიის ცნობითვე, Georgian Airways-ი თბილისსა და მოსკოვს შორის ფრენების ბილეთების გაყიდვის დაწყებას მომავალი კვირის დასაწყისში განიხილავს. "რუსული ავიაკომპანია, Azimuth-ი Superjet-ის თვითმფრინავით იფრენს, რადგან ის ეკუთვნის რუსულ სალიზინგო კომპანიებს და არ ექვემდებარება სანქციებს, რომელიც უცხოეთის აეროპორტებში მომსახურებას კრძალავს. საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტოს მონაცემებით, Azimuth-ს მოსკოვი-თბილისის ხაზზე კვირაში შვიდი ფრენისთვის დროებითი ნებართვა აქვს",- წერს მმედია. ცნობისთვის, 10 მაისს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა რუსული ავიახაზებისთვის საქართველოსთან ფრენის აკრძალვა გააუქმა. საქართველოს მოქალაქეებისთვის ასევე გაუქმდა სავიზო რეჟიმი. ოფიციალურ პორტალზე გამოქვეყნებული განკარგულების თანახმად, გადაწყვეტილება ძალაში 2023 წლის 15 მაისიდან შევა. კიდევ ერთი გადაწყვეტილება, რომლის შესახებაც რუსეთმა გუშინ განაცხადა, „საქართველოში მოგზაურობისგან თავის შეკავების რეკომენდაციის“ გაუქმებას ეხება.
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
მედვედევი - დასავლეთმა საქართველო მხოლოდ ჩვენს წინააღმდეგ გეოპოლიტიკური ბრძოლის უხეშ ინსტრუმენტად გამოიყენა
ნიკა გვარამია ირაკლი კობახიძის განცხადებაზე - აი, ეს არის სამშობლოს ღალატი - სამართლებრივადაც
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)