|
2023-05-12 15:47:46, 923 ნახვა
პოლიტიკა
ბოტკოველი - მელიას „ნაციონალური მოძრაობის“ დაზიანების მიზანი აქვს
გუშინ ყველამ დავინახეთ, რომ ნიკა მელიას აქვს „ნაციონალური მოძრაობის“ დაზიანების მიზანი, რადგან თავის თავს ვეღარ ხედავს ამ პარტიაში,- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონულმა მდივანმა, გიორგი ბოტკოველმა განაცხადა. ბოტკოველის თქმით, ენმ-ის ყოფილი თავმჯდომარე მზად იყო, სხვა პარტია გაეკეთებინა, მაგრამ "როგორც ჩანს, სხვა პარტიასაც ვერ აკეთებს". „ეს ყველაფერი შემიძლია მხოლოდ ღიმილით ვთქვა და ერთი რამე ვთქვა, რომ წუხანდელი ეთერი ვერ ვიტყვი რომ იყო ეთერი, ეს იყო ჩვეულებრივი, ალბათ, გამოსამშვიდობებელი საღამო "ნაციონალურ მოძრაობასთან". როგორ უნდა მოინდომო ან რამ უნდა გაიძულოს ის, რომ ის პარტია, რომელ პარტიაშიც 8-9 წელია ხარ, იმ პარტიაზე იჭორაო, ის პარტია ლანძღო და ფაქტობრივად, შეურაცხყოფა მიაყენო იქ მყოფ ყველა ადამიანს. რაც შეეხება ადეიშვილის საკითხს, მე რომ რამე ვთქვა, ნიკა მელია უნდა იცავდეს ადეიშვილს ჩემგან იმიტომ, რომ სწორედ ზურა ადეიშვილი იყო როგორც მე ვიცი, რომელიც ნიკა მელიას კარიერულ წინსვლას უწყობდა ხელს და სამი მაღალი თანამდებობა გამოიცვალა ჩვენი ხელისუფლების პირობებში ზურა ადეიშვილის ხელშეწყობით... ფაქტობრივად, ჩვენ მოვისმინეთ, რომ ის „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი აღარ არის და აღარ აქვს სურვილი იყოს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი და არ ვიცი, ჩაკითხვებზეც ვისმენდით, რომ მზად იყო, სხვა პარტია გაეკეთებინა, მაგრამ როგორც ჩანს, სხვა პარტიასაც ვერ აკეთებს და იქ არ მიყვებიან ადამიანები და მაქსიმალურად ცდილობს, რომ ბოლომდე დააზიანოს „ნაციონალური მოძრაობა“, მაგრამ მინდა მასაც და ნებისმიერ იმ ადამიანს, ვინც „ნაციონალური მოძრაობიდან“ მიდის და მერე ლანძღავს პარტიას, ყველა ამ ადამიანს ვუთხრა, რომ ეს არცერთ წასულს არ წასდგომია და მისი პოლიტიკური კარიერისთვის სიკეთე არ ყოფილა და არც აწი მოუტანს ვინმეს ეს სიკეთეს",- ამბობს ბოტკოველი. ცნობისთვის, ენმ-ის ყოფილმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიან გუშინ, 11 მაისს „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა, რომ კეზერაშვილი, მერაბიშვილი და ადეიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ მართვის ბერკეტებს სრულად ფლობენ.
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
მედვედევი - დასავლეთმა საქართველო მხოლოდ ჩვენს წინააღმდეგ გეოპოლიტიკური ბრძოლის უხეშ ინსტრუმენტად გამოიყენა
ნიკა გვარამია ირაკლი კობახიძის განცხადებაზე - აი, ეს არის სამშობლოს ღალატი - სამართლებრივადაც
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)