|
2023-05-12 14:49:25, 887 ნახვა
პოლიტიკა
მანჯგალაძე - შევაგროვებთ ფულს, ვუყიდით ბილეთს, ოღონდ „ქართული ოცნება“ გაფრინდეს მოსკოვში და უკან აღარ ჩამოფრინდეს
შევაგროვებთ ფულს, ვუყიდით ბილეთს, ოღონდ "ქართული ოცნება" გაფრინდეს მოსკოვში და უკან აღარ ჩამოფრინდეს,- ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" დეპუტატმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა. როგორც მანჯგალაძემ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, მმართველი პოლიტიკური პარტიისა და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ბოლოდროინდელი განცხადებები "მძიმე მოსასმენია". "ქართული ოცნების" ბოლოდროინდელი ქმედებები და განსაკუთრებით ღარიბაშვილის განცხადებები ძალიან მძიმე მოსასმენია - ადამიანურად მართლა მიჭირს მოსმენა... ასე მგონია, რომ სერგო ორჯონიკიძისა და ფილიპე მახარაძის კარიკატურა მელაპარაკება. მათ ჰქონდათ ასეთი აჩემებული ტერმინი - "შეგვეჯიბროს ვინმე საქართველოს სიყვარულში". თუ "ქართული ოცნება" იყიდის ბილეთს ერთიანად და ერთიანად გაფრინდებიან აქედან, მაგას რა ჯობია. სიამოვნებით, ჩვენ თვითონ შევაგროვებთ ფულს, ვუყიდით ბილეთს, ოღონდ ეს უმრავლესობა გაფრინდეს მოსკოვში და უკან აღარ ჩამოფრინდეს",- ამბობს მანჯგალაძე. ცნობისთვის, 10 მაისს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა რუსული ავიახაზებისთვის საქართველოსთან ფრენის აკრძალვა გააუქმა. საქართველოს მოქალაქეებისთვის ასევე გაუქმდა სავიზო რეჟიმი. ოფიციალურ პორტალზე გამოქვეყნებული განკარგულების თანახმად, გადაწყვეტილება ძალაში 2023 წლის 15 მაისიდან შევა. კიდევ ერთი გადაწყვეტილება, რომლის შესახებაც რუსეთმა გუშინ განაცხადა, „საქართველოში მოგზაურობისგან თავის შეკავების რეკომენდაციის“ გაუქმებას ეხება.
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
მედვედევი - დასავლეთმა საქართველო მხოლოდ ჩვენს წინააღმდეგ გეოპოლიტიკური ბრძოლის უხეშ ინსტრუმენტად გამოიყენა
ნიკა გვარამია ირაკლი კობახიძის განცხადებაზე - აი, ეს არის სამშობლოს ღალატი - სამართლებრივადაც
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)