|
2023-05-12 14:13:18, 893 ნახვა
პოლიტიკა
სარჯველაძე - რუსეთის ეს გადაწყვეტილება შეიძლება გამიზნული იყოს საიმისოდ, რომ საქართველოსა და EU-ს შორის ურთიერთობა დაიძაბოს
შეიძლება რუსეთის მხრიდან ამ გადაწყვეტილების მიღება იყოს გამიზნული საიმისოდ, რომ რამენაირად ხელი შეეშალოს, საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობა დაიძაბოს,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა. როგორც სარჯველაძემ მედიის წარმომადგენლებს პარლამენტში უთხრა, ეს არის კარგი გადაწყვეტილება იმ ადამიანებისთვის, ვისთვისაც ცხოვრების უკეთესი პირობების შექმნა შეუძლია. "რა თქმა უნდა, აბსოლუტურად მართალია, რომ შეიძლება რუსეთის ფედერაციის მხრიდან ამ გადაწყვეტილების მიღება იყოს გამიზნული საიმისოდ, რომ რამენაირად ხელი შეეშალოს, საქართველოსა და ევროკავშირს შორის დაიძაბოს ურთიერთობა და ა.შ... ეს კარგი გადაწყვეტილებაა იმ ადამიანებისთვის, ვისაც ეს ცხოვრების უკეთეს პირობებს შეუქმნის. რაც შეეხება საკითხის პოლიტიკურ მხარეს, მე მგონია, რომ აქ არავითარი მიზეზი არ არსებობს საქართველოს ხელისუფლებასთან მიმართებაში რამე ნეგტიური განცხადების გაკეთებისთვის",- ამბობს სარჯველაძე. ცნობისთვის, 10 მაისს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა რუსული ავიახაზებისთვის საქართველოსთან ფრენის აკრძალვა გააუქმა. საქართველოს მოქალაქეებისთვის ასევე გაუქმდა სავიზო რეჟიმი. ოფიციალურ პორტალზე გამოქვეყნებული განკარგულების თანახმად, გადაწყვეტილება ძალაში 2023 წლის 15 მაისიდან შევა. კიდევ ერთი გადაწყვეტილება, რომლის შესახებაც რუსეთმა გუშინ განაცხადა, „საქართველოში მოგზაურობისგან თავის შეკავების რეკომენდაციის“ გაუქმებას ეხება.
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
მედვედევი - დასავლეთმა საქართველო მხოლოდ ჩვენს წინააღმდეგ გეოპოლიტიკური ბრძოლის უხეშ ინსტრუმენტად გამოიყენა
ნიკა გვარამია ირაკლი კობახიძის განცხადებაზე - აი, ეს არის სამშობლოს ღალატი - სამართლებრივადაც
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)