03:53 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-12 13:08:10, 784 ნახვა

საზოგადოება
სამგორის რაიონში კიდევ ერთი საბავშვო ბაღი შენდება

სამგორის რაიონში, ჭიჭინაძის ქუჩაზე საბავშვო ბაღი შენდება. 15-ჯგუფიანი ბაღი 500-მდე აღსაზრდელს მიიღებს, სადაც 100-მდე ადამიანი დასაქმდება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

უწყების ცნობით, შენობა აღჭურვილი იქნება ბავშვთა უსაფრთხოების ადგილობრივი და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად და ადაპტირდება შშმ პირთათვის.

მათივე ცნობით, მშენებარე ობიექტი თბილისის მერის მოადგილე კახა გულედანმა საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელ გოგი ჩიქოვანთან და სამგორის რაიონის მაჟორიტარ დეპუტატ რევაზ სოხაძესთან ერთად დაათვალიერა.

„ე.წ. აფრიკის დასახლებაში ამჟამად ერთადერთი ბაღი ფუნქციონირებს, რაც ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნას სკოლამდელ განათლებაზე სრულად ვერ აკმაყოფილებს. შესაბამისად, ახალი, თანამედროვე სტანდარტების საბავშვო ბაღის გახსნა მნიშვნელოვნად გაზრდის წვდომას ჩვენ სერვისებზე და 500-მდე პატარას საშუალება ექნება, განათლება კომფორტულ და უსაფრთხო გარემოში მიიღოს“, - განაცხადა გოგი ჩიქოვანმა.

მისივე თქმით, ამჟამად, თბილისში 10 საბავშვო ბაღი შენდება, ხოლო ორი ბაღის კაპიტალური რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ობიექტების ნაწილი წლის ბოლომდე გაიხსნება.

ახალი ბაღების ექსპლუატაციაში მიღება დაგეგმილია 2024 წლიდანაც.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics