|
2023-05-12 09:34:15, 874 ნახვა
პოლიტიკა
ლეონიდ სლუცკი - ზურაბიშვილის განცხადებები ნაკარნახევია გარედან და არ ემსახურება ეროვნულ ინტერესებს
სალომე ზურაბიშვილის განცხადება რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ გარედან არის ნაკარნახევი და არ ემსახურებაეროვნულ ინტერესებს,- ამის შესახებ რუსეთის დუმის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ლეონიდ სლუცკიმ განაცხადა. სლუცკის თქმით, საქართველოში შედარებით გაწონასწორებულ პოზიციას მმართველი პარტია იჭერს. "სალომე ზურაბიშვილის განცხადებები ნაკარნახევია გარედან და არ ემსახურება ეროვნულ ინტერესებს. მმართველი პარტიის ხელმძღვანელობა გაცილებით გაწონასწორებულ პოზიციას იკავებს, რომელიც, პირველ რიგში, ეკონომიკურ პრიორიტეტებზეა დამყარებული",- განაცხადა დეპუტატმა. მისივე თქმით, მოსკოვთან კონსტრუქციულ და ურთიერთსასარგებლო ურთიერთობებზე გადასვლა ხელს შეუწყობს სტაბილურობის დამყარებას მთლიანად რეგიონში. ცნობისთვის, 10 მაისს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა რუსული ავიახაზებისთვის საქართველოსთან ფრენის აკრძალვა გააუქმა. საქართველოს მოქალაქეებისთვის ასევე გაუქმდა სავიზო რეჟიმი. ოფიციალურ პორტალზე გამოქვეყნებული განკარგულების თანახმად, გადაწყვეტილება ძალაში 2023 წლის 15 მაისიდან შევა. კიდევ ერთი გადაწყვეტილება, რომლის შესახებაც რუსეთმა გუშინ განაცხადა, „საქართველოში მოგზაურობისგან თავის შეკავების რეკომენდაციის“ გაუქმებას ეხება. აღსანიშნავია, რომ ფრენის აკრძალვის გაუქმების შემდეგ, რუსულმა მედიამ ქვეყნის ტრანსპორტის სამინისტროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსული ავიაკომპანიები მოსკოვი-თბილისი-მოსკოვის მიმართულებით კვირაში 7 პირდაპირ რეისს განახორციელებენ. საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მოსკოვის ამ გადაწყვეტილებას მორიგი პროვოკაცია უწოდა და განაცხადა, რომ „დროა, შეიკრიბოს უსაფრთხოების საბჭო და განიხილოს 3-თვიანი ვიზების დაწესება რუსეთის მოქალაქეებისთვის“.
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
მედვედევი - დასავლეთმა საქართველო მხოლოდ ჩვენს წინააღმდეგ გეოპოლიტიკური ბრძოლის უხეშ ინსტრუმენტად გამოიყენა
ნიკა გვარამია ირაკლი კობახიძის განცხადებაზე - აი, ეს არის სამშობლოს ღალატი - სამართლებრივადაც
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)