|
2023-05-11 18:53:21, 972 ნახვა
პოლიტიკა
ღარიბაშვილი - 2008 წლის შემდეგ ევროკავშირმა რუსეთისგან 2.5 ტრილიონი დოლარის საქონელი იყიდა
თქვენ ახსენეთ სისხლისღვრა, ჩვენთან ეს უკვე მოხდა 2008 წელს და როგორ არის, ქართველი კაცის სისხლი არ არის სისხლი და უკრაინელის სისხლი სისხლია?, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, ევროკავშირმა რუსეთისგან 2.5 ტრილიონი დოლარის საქონელი იყიდა, ხოლო ამერიკელები დღესაც ვაჭრობენ რუსეთთან იმ პროდუქციებით, რაც მათ ეროვნულ ინტერესებს და მათ კომპანიებს სჭირდებათ. "რაც ხდება დღეს უკრაინაში, თქვენ ახსენეთ სისხლისღვრა, ჩვენთან ეს უკვე მოხდა 2008 წელს და როგორ არის, ქართველი კაცის სისხლი არ არის სისხლი და უკრაინელის სისხლი სისხლია? ჩვენ, ქართველებმა, ბევრი სისხლი გავიღეთ, სამი ომი გადავიტანეთ, სამოქალაქო ომი, ნატოს მისიებში ვიყავით ავღანეთში, ერაყში. ჩვენმა გმირმა ბიჭებმა სისხლი გაიღეს და შეწირეს ამ მისწრაფებას, მიზანს, იდეას და ასეულობით ჩვენი ჯარისკაცი არის დღეს მძიმედ დაჭრილი, ეს არ არის სისხლი? და მე შემთხვევით არ მომიყვანია ფაქტი, რაც წეღან აღვნიშნე, აგვისტოს ომის შემდეგ, 2.5 ტრილიონი დოლარის საქონელი იყიდა ევროკავშირმა რუსეთისგან, ამერიკას ვაჭრობა არ შეუჩერებია დღესაც, თქვენ შეგიძლიათ მონაცემები გამოითხოვოთ, შარშანაც ქონდათ, შეამცირეს ვაჭრობა, მაგრამ დღესაც ვაჭრობენ რუსეთთან იმ პროდუქციებით, რაც მათ ეროვნულ ინტერესებს და მათ კომპანიებს სჭირდება", - განაცხადა ღარიბაშვილმა. ცნობისთვის, გუშინ, 10 მაისს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა რუსული ავიახაზებისთვის საქართველოსთან ფრენის აკრძალვა გააუქმა. საქართველოს მოქალაქეებისთვის ასევე გაუქმდა სავიზო რეჟიმი. ოფიციალურ პორტალზე გამოქვეყნებული განკარგულების თანახმად, გადაწყვეტილება ძალაში 2023 წლის 15 მაისიდან შევა. კიდევ ერთი გადაწყვეტილება, რომლის შესახებაც რუსეთმა გუშინ განაცხადა, „საქართველოში მოგზაურობისგან თავის შეკავების რეკომენდაციის“ გაუქმებას ეხება. აღსანიშნავია, რომ ფრენის აკრძალვის გაუქმების შემდეგ, რუსულმა მედიამ ქვეყნის ტრანსპორტის სამინისტროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსული ავიაკომპანიები მოსკოვი-თბილისი-მოსკოვის მიმართულებით კვირაში 7 პირდაპირ რეისს განახორციელებენ.
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
მედვედევი - დასავლეთმა საქართველო მხოლოდ ჩვენს წინააღმდეგ გეოპოლიტიკური ბრძოლის უხეშ ინსტრუმენტად გამოიყენა
ნიკა გვარამია ირაკლი კობახიძის განცხადებაზე - აი, ეს არის სამშობლოს ღალატი - სამართლებრივადაც
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)