|
2023-05-11 13:16:31, 1339 ნახვა
პოლიტიკა
დასანქცირდეს კობახიძე და ივანიშვილი - გონჩარენკოს მიმართვა ზელენსკის
უკრაინის რადას დეპუტატი, ოლექსეი გონჩარენკო უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილისთვის და "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძესთვის სანციების დაწესებისთვის მიმართავს. ოფიციალურ მიმართვას, რადას დეპუტატის სოციალურ ქსელში ავრცელებს. "ვინ არიან ისინი და რატომ არის საჭირო სანქციები? ბიძინა ივანიშვილი არის ქართველი პრორუსი ოლიგარქი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი 2012-2013 წლებში, მაგრამ დღემდე ითვლება „საქართველოს არაფორმალურ მმართველად“. ამავდროულად, მას აქვს მჭიდრო კავშირი რუსულ პოლიტიკურ ელიტასთან, აქტიურად ეწევა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გვერდის ავლის საკითხს. 2012 წელს მან დააარსა პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“, რომელიც დღეს მმართველი პარტიაა და რომელსაც ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს. კობახიძე თანმიმდევრულად ავრცელებს რუსულ ნარატივებს, მაგალითად, უკრაინის ომს უწოდებს „მაიდანის შედეგს“, დადებითად საუბრობს საქართველოსა და რუსეთს შორის საჰაერო მიმოსვლის აღდგენაზე. 2022 წელს კი რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს შორის ვაჭრობამ მიაღწია რეკორდულ მაჩვენებელს ბოლო 16 წლის განმავლობაში, რაც საქართველოს ხელისუფლების პრორუსული პოლიტიკის შედეგია და პირდაპირ ეწინააღმდეგება უკრაინისა და საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების სტრატეგიულ სულისკვეთებას. სანამ ქართველები უკრაინის მხარეს იბრძვიან, საქართველოს პრორუსული ხელისუფლება რუსეთთან დაახლოებისკენ მიისწრაფვის და მათ ეკონომიკური სიძნელეების დაძლევაში ეხმარება. ამიტომ მიმაჩნია, რომ აუცილებელია ამ ადამიანების მიმართ სანქციების დაწესება",- აღნიშნულია გონჩარენკოს მიმართვაში.
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
მედვედევი - დასავლეთმა საქართველო მხოლოდ ჩვენს წინააღმდეგ გეოპოლიტიკური ბრძოლის უხეშ ინსტრუმენტად გამოიყენა
ნიკა გვარამია ირაკლი კობახიძის განცხადებაზე - აი, ეს არის სამშობლოს ღალატი - სამართლებრივადაც
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|




ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)