18:25 - 08 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-10 17:05:22, 929 ნახვა

პოლიტიკა
აუდიტის სამსახური - პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგს მუდმივ რეჟიმში ვაწარმოებთ

აუდიტის სამსახურის პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის დეპარტამენტი, თავისი მანდატის ფარგლებში, მუდმივ რეჟიმში აწარმოებს პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგს. ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ მონიტორინგი ასევე ვრცელდება იმ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირებზე, რომელთა საქმიანობაც შესაძლებელია აფილირებული იყოს კონკრეტულ პოლიტიკურ სუბიექტთან.

„სამსახურის პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის დეპარტამენტი, თავისი მანდატის ფარგლებში, მუდმივ რეჟიმში აწარმოებს პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგს.

„მონიტორინგი ასევე ხორციელდება პარტიების შემომწირველთა ფინანსურ ინფორმაციაზე. მუდმივი მონიტორინგის პროცესში, სხვადასხვა ორგანიზაციის ან ფიზიკური პირის მიერ პოლიტიკური პარტიის საქმიანობისთვის გაწეული ხარჯების იდენტიფიცირების შემთხვევაში, მათზე ვრცელდება მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული რეგულაციები“, - ნათქვამია აუდიტის სამსახურის განცხადებაში.

ცნობისთვის, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ ყალბი ორგანიზაციებით ქართულ პოლიტიკაში უცხოური ფულის ინვესტირება ხდება, საკითხით კი,  აუდიტის სამსახური უნდა დაინტერესდეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მედვედევი - დასავლეთმა საქართველო მხოლოდ ჩვენს წინააღმდეგ გეოპოლიტიკური ბრძოლის უხეშ ინსტრუმენტად გამოიყენა
ნიკა გვარამია ირაკლი კობახიძის განცხადებაზე - აი, ეს არის სამშობლოს ღალატი - სამართლებრივადაც
პაპუაშვილი: ერთი არის ქართველი ჯარისკაცებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის გმირობა და თავდადება და მეორე - მარიონეტული რეჟიმის მოღალატეობრივი არსი
სერბეთის პრეზიდენტმა ეჭვი გამოთქვა უკრაინაში ომის გარდაუვალ დასრულებასთან დაკავშირებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics