|
2023-05-10 14:09:46, 1643 ნახვა
პოლიტიკა
რუსეთმა საქართველოსთან პირდაპირი ფრენები აღადგინა
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა გააუქმა რუსული ავიახაზებისთვის საქართველოსთან ფრენის აკრძალვა. შესაბამის პორტალზე გამოქვეყნებული განკარგულების თანახმად, გადაწყვეტილება ძალაში 2023 წლის 15 მაისიდან შევა. "ბათილად ცნოს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის 2019 წლის 21 ივნისის ბრძანებულება", - ნათქვამია დოკუმენტში. აღსანიშნავია, რომ მანამდე მოქმედი განკარგულებით რუსულ ავიაკომპანიებს ორ ქვეყანას შორის ფრენა ეკრძალებოდათ. გარდა ამისა, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა გამოსცა კიდევ ერთი განკარგულება და საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა. როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, საქართველოს მოქალაქეებისთვის ფრენების აღდგენა და ვიზების გაუქმება ორი ქვეყნის მცხოვრებლებს შორის კომუნიკაციის გაადვილებას შეუწყობს ხელს. ცნობისთვის, რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოსთან პირდაპირი ფრენების განახლების შესახებ საუბარი გასული წლის დეკემბრის დასაწყისში დაიწყო. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დსთ-ს ქვეყნების მეოთხე დეპარტამენტის დირექტორმა, დენის გონჩარმა პროპაგანდისტულ მედია TASS-თან ინტერვიუში თქვა, რომ რუსეთი პირდაპირი ფრენების განახლებასა და მოქალაქეებისთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილებას განიხილავდა, თუკი ამისთვის აუცილებელი წინაპირობები ჩამოყალიბდებოდა. იანვარში, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა საქართველოსთან პირდაპირი ფრენების უახლოეს პერიოდში აღდგენის იმედი გამოთქვა. 20 იანვარს რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატმა, სერგეი გავრილოვმა თქვა, რომ საქართველოსთან არა მხოლოდ საჰაერო მიმოსვლის, არამედ საქართველო-რუსეთის სრულფასოვანი დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაც აუცილებელია. ფრენების აღდგენის შესაძლებლობას მალევე საქართველოს მმართველი პარტიის თავმჯდომარე და პრეზიდენტი გამოეხმაურნენ. ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ავიამიმოსვლის აღდგენა საქართველოს მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვანი იქნებოდა. სალომე ზურაბიშვილმა კი აღნიშნა, რომ რუსეთთან ფრენების აღდგენას არ მიესალმებოდა. ფრენების შეწყვეტის შესახებ ბრძანება რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 2019 წლის 21 ივნისს გამოსცა. ამის მიზეზი კი, საქართველოში 2019 წლის ივნისში მიმდინარე ანტისაოკუპაციო აქციები გახდა.
პაპუაშვილი: ერთი არის ქართველი ჯარისკაცებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის გმირობა და თავდადება და მეორე - მარიონეტული რეჟიმის მოღალატეობრივი არსი
სერბეთის პრეზიდენტმა ეჭვი გამოთქვა უკრაინაში ომის გარდაუვალ დასრულებასთან დაკავშირებით
Bloomberg: უკრაინა შეერთებულ შტატებთან შეთანხმდა, რომ შავ ზღვაში ყაზახურ ნავთობტანკერებზე თავდასხმას არ განახორციელებს
პაპუაშვილი - ნაციონალური მოძრაობა შეეგუა 2008 წლის ომის შემდეგ საქართველოს წინააღმდეგ მიღებულ სანქციებსა და ემბარგოს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)