05:28 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-10 10:28:23, 724 ნახვა

საზოგადოება
ვანის რესურსცენტრი - სკოლის დირექტორმა, რომლის მეუღლეს გარყვნილი ქმედების შესაძლო ჩადენაში ედება ბრალი, თანამდებობა დატოვა

არასრულწლოვნების მიმართ განხორციელებულ შესაძლო გარყვნილ ქმედებასთან დაკავშირებით, ვანის საგანმანათლებლო რესურსცენტრი განცხადებას ავრცელებს.

მათი ცნობით, ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ შუამთის საჯარო სკოლის დირექტორმა, რომლის მეუღლეც არასრულწლოვანის მიმართ გარყვნილი ქმედების შესაძლო ჩადენის საქმეში ფიგურირებს, დაკავებული თანამდებობა 5 მაისს დატოვა.

„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გაცნობებთ, რომ ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ შუამთის საჯარო სკოლის დირექტორმა, რომლის მეუღლეც ფიგურირებს არასრულწლოვანის მიმართ გარყვნილი ქმედების შესაძლო ჩადენის საქმეში, 5 მაისს დატოვა დაკავებული თანამდებობა.

ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია და ვგმობთ ნებისმიერი ტიპის მსგავს ქმედებას, განსაკუთრებით, არასრულწლოვნების მიმართ.

მოგახსენებთ, რომ სკოლა და რესურსცენტრი აქტიურად ვთანამშრომლობთ გამოძიებასთან. შესაბამისი უწყებების მიერ საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება, სსკ-141-ე მუხლის პირველი ნაწილით“,- აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციით, ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ შუამთის საჯარო სკოლის სამარშრუტო ტაქსის მძღოლი მოსწავლეებს სიტყვიერად და ფიზიკურად ავიწროებდა. ვიდეომასალა მოსწავლეებმა გაავრცელეს.

ამასთან, 7 მაისს, სახალხო დამცველის აპარატმა სოციალურ მედიაში გავრცელებულ არასრულწლოვანის მიმართ განხორციელებულ, სავარაუდო სექსუალური ხასიათის ქმედების ამსახველი ვიდეოკადრებთან დაკავშირებით საგამოძიებო ორგანოებს დროული და ეფექტიანი რეაგირებისკენ მიუწოდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics