17:27 - 08 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-09 18:38:50, 853 ნახვა

პოლიტიკა
ლევან იოსელიანი 10-11 მაისს ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელს ეწვევა

2023 წლის 10-11 მაისს ლევან იოსელიანი, საქართველოს სახალხო დამცველის რანგში პირველი ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელს ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ლევან იოსელიანი შეხვედრებს გამართავს ევროპის საგარეო მოქმედების სამსახურის (EEAS) საქართველოს საკითხებზე მომუშავე ხელმძღვანელ პირებთან.

შეხვედრები ასევე გაიმართება, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის სამუშაო ჯგუფის წევრებთან (COEST), სამეზობლო და გაფართოების მოლაპარაკებების გენერალური დირექტორატის (DG NEAR), თანასწორობის ორგანოების ევროპული ქსელის (Equinet) და ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების ევროპული ქსელის (ENNHRI) დირექტორებთან და სამდივნოს წარმომადგენლებთან.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი: ერთი არის ქართველი ჯარისკაცებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის გმირობა და თავდადება და მეორე - მარიონეტული რეჟიმის მოღალატეობრივი არსი
სერბეთის პრეზიდენტმა ეჭვი გამოთქვა უკრაინაში ომის გარდაუვალ დასრულებასთან დაკავშირებით
Bloomberg: უკრაინა შეერთებულ შტატებთან შეთანხმდა, რომ შავ ზღვაში ყაზახურ ნავთობტანკერებზე თავდასხმას არ განახორციელებს
პაპუაშვილი - ნაციონალური მოძრაობა შეეგუა 2008 წლის ომის შემდეგ საქართველოს წინააღმდეგ მიღებულ სანქციებსა და ემბარგოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics