|
2023-05-09 17:12:17, 885 ნახვა
პოლიტიკა
„ნაციონალური მოძრაობის“ ხობისა და ჭიათურის ორგანიზაციების თავმჯდომარეებმა თანამდებობები დატოვეს
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რამდენიმე რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ თანამდებობა დატოვა. უფრო კონკრეტულად კი, თანამდებობებს ტოვებენ ხობის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ია ჯიშკარიანი და ჭიათურის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გოგი ჩიკვილაძე. როგორც ია ჯიშკარიანმა სოციალურ ქსელში დაწერა, შიდაპარტიულ არჩევნებში "ასეთ დროს" მონაწილეობის მიღება მისთვის მიუღებელია. "დემოკრატიული არჩევნებითა და დიდი დაპირებებით მოსული პარტიის "ახალი მენეჯმენტის" დემოკრატიულმა მართვამ ხუთი დღეც ვერ გაძლო. სწორედ 5 დღეში ჩაატარეს ყრილობა და ნაცვლად არჩევისა, "დანიშნეს" პოლიტსაბჭოს წევრები. ახლა კი, მოვიდნენ ჩემთან და მითხრეს - ია, ვიცით რომ ამ ბრძოლას ყველაზე რთულ დროს 2012 წელს შემოუერთდი, ხოლო რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე 2017 წელს, პარტიისთვის არანაკლებ რთულ დროს გახდი, თუმცა რაკი შიდაპარტიულ არჩევნებში გამოხატე პოზიცია და იყავი ნიკა მელიას მხარეს, ხარ ლოიალური და თანამშრომლობ კობა ნაყოფიასთან - რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე უნდა იყოს სხვა, შენ კი გვერდით დაუდგე. პარტიას გაძლიერების სახელით ასუსტებენ, ერთობის სახელით ხლეჩენ და დემოკრატიის სახელით, ჩრდილოვანი მართვის ქვეშ აქცევენ. ჩემთვის მიუღებელია ასეთ დროს (როდესაც მიხეილ სააკაშვილის საკითხი დღე დღეზე უნდა გადაწყდეს), ასეთი ტიპის არჩევნებში მონაწილეობის მიღება. ვტოვებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ხობის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის თანამდებობას; ვრჩები პარტიის რიგით წევრად მანამ, სანამ პარტიას ჰყავს პოლიტპატიმრები და მიხეილ სააკაშვილი რუსი ოლიგაქრის ტყვეობაშია",- წერს ია ჯიშკარიანი "ფეისბუქის" გვერდზე. რაც შეეხება გოგი ჩიკვილაძეს, რომელიც ჭიათურის ორგანიზაციის ხელმძღვანელის პოსტს ტოვებს, აცხადებს, რომ ამ ეტაპზე პარტიის მთავარი საზრუნავი „ნაციონალური მოძრაობის“ დამფუძნებლის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება უნდა იყოს. „დღეს ფრაქციის სხდომაზე დავტოვე რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეობა, თუმცა დავრჩი ფრაქციის თავმჯდომარედ და საკრებულოს წევრად, მაგრამ ამათთან ურთიერთობა ამ საკითხებში ალბათ არ მექნება. ვფიქრობ, პარტიის მთავარი საზრუნავი უნდა იყოს პარტიის დამფუძნებლის ჯანმრთელობის მდგომარეობა და ამაზე ზრუნვა. ეს რომ ვერ შევამჩნიე და ვერ დავინახე, აქედან გამომდინარე მივიღე ეს გადაწყვეტილება“,- უთხრა ჩიკვილაძემ საზოგადოებრივ მაუწყებელს სატელეფონო საუბრისას. შეგახსენებთ, "ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში, 17-20 მაისს დაგეგმილია შიდაპარტიული არჩევნების ჩატარება. პარტიის ყოფილი თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, ყოველგვარ შიდაპარტიულ საკითხზე, მათ შორის პარტიულ არჩევნებზე საუბარი უნდა შეწყდეს.
პაპუაშვილი: ერთი არის ქართველი ჯარისკაცებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის გმირობა და თავდადება და მეორე - მარიონეტული რეჟიმის მოღალატეობრივი არსი
სერბეთის პრეზიდენტმა ეჭვი გამოთქვა უკრაინაში ომის გარდაუვალ დასრულებასთან დაკავშირებით
Bloomberg: უკრაინა შეერთებულ შტატებთან შეთანხმდა, რომ შავ ზღვაში ყაზახურ ნავთობტანკერებზე თავდასხმას არ განახორციელებს
პაპუაშვილი - ნაციონალური მოძრაობა შეეგუა 2008 წლის ომის შემდეგ საქართველოს წინააღმდეგ მიღებულ სანქციებსა და ემბარგოს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)