05:29 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-08 16:50:48, 835 ნახვა

საზოგადოება
კასპის მერია - გაიცანით დალი კოტეტიშვილი - კასპის #4 საბავშვო ბაღის გამგე, 46 თაობის აღმზრდელი

კასპის მუნიციპალიტეტის მერია საზოგადოებას დალი კოტეტიშვილს - ქალაქ კასპის #4 საბავშვო ბაღის გამგეს აცნობს.

მერიის ცნობით, კოტეტიშვილს მინიჭებული აქვს „წარჩინებული მასწავლებლის წოდება“.

"გაიცანით დალი კოტეტიშვილი - ქალაქ კასპის #4 საბავშვო ბაღის გამგე, 46 თაობის აღმზრდელი.

დალი კოტეტიშვილი საბავშვო ბაღის დაარსებიდან დღემდე, 46 წელია წარმატებით ხელმძღვანელობს სააღმზრდელო დაწესებულებას, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესო ბაღია კასპის მუნიციპალიტეტში.

მისი ხელმძღვანელობითა და თანამშრომლების მხარდაჭერით, საბავშვო ბაღში სასიამოვნო გარემოა შექმნილი. როგორც ამბობენ, მათთვის საბავშვო ბაღი მეორე ოჯახია, აღსაზრდელები კი საკუთარ შვილებად მიაჩნიათ.

დღეს საბავშვო ბაღში უკვე აღზრდილების შვილები და შვილიშვილებიც სწავლობენ. მინიჭებული აქვს „წარჩინებული მასწავლებლის წოდება“. ახლახანს საბავშვო ბაღს გახსნიდან 46 წელი შეუსრულდა",- ნათქვამია კასპის მერიის ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics