12:47 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-08 09:15:48, 1483 ნახვა

ომი უკრაინაში
უკრაინის გენშტაბი - ჩვენმა საჰაერო თავდაცვამ რუსების მიერ გაშვებული 35-ვე Shahed-ის დრონი ჩამოაგდო

უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა წუხელ რუსული ძალების მიერ გაშვებული 35-ვე Shahed-ის დრონი ჩამოაგდო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი ავრცელებს.

გენშტაბის ცნობით, შეტევა ჩრდილოეთის მიმართულებიდან - სეშჩას აეროდრომიდან (რუსეთის ფედერაციის ბრიანსკის ოლქი) განხორციელდა.

"ღამით მტერი კვლავ შეუტია უკრაინის ტერიტორიას ირანული უპილოტო საფრენი აპარატების, Shahed 136/131-ის გამოყენებით. ჩვენმა დამცველებმა 35 დრონიდან 35 გაანადგურეს.

ტერორის ტაქტიკის გაგრძელებით, გასული დღის განმავლობაში რუსეთის ფედერაციამ 16 სარაკეტო დარტყმა განახორციელა, მათ შორის ქალაქ ხარკოვზე, ხერსონზე, ნიკოლაევსა და ოდესზე.

გარდა ამისა, ჩვენს წინააღმდეგ დაფიქსირდა 61 საჰაერო დარტყმა და 52 დაბომბვა სარაკეტო სისტემებიდან. სამწუხაროდ, არის დაღუპული და დაჭრილი მშვიდობიანი მოქალაქეები, დაზიანებულია მრავალსართულიანი შენობა, კერძო სახლები და სხვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. ახალი სარაკეტო და საჰაერო თავდასხმების ალბათობა კვლავ მაღალია.

მტრის ძირითადი ძალისხმევა კონცენტრირებულია ლიმანის, ბახმუტის, ავდიევკას და საზღვაო მიმართულებებზე",- აღნიშნულია გენშტაბის ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თამარ კეკენაძე – არ გვაქვს მოლოდინი, რომ მოძალადე დეპუტატებს თავად „ოცნების“ მოძალადე სისტემა დასჯის
ივანიშვილის დეპუტატი ხამენეის დაკრძალვაზე ჩასვლაზე - რეგიონის ლიდერები ერთად დაესწრებიან ცერემონიალს და ამაში უცნაურს ვერაფერს ვხედავ
არასრულწლოვნების ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს- ბავშვებს მათხოვრობას აიძულებდნენ
2026 წლის I კვარტალში ევროკავშირი საქართველოს 2 060 მოქალაქეს დაატოვებინეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics