|
2023-05-07 21:45:18, 1024 ნახვა
პოლიტიკა
შვედეთის ელჩი - შვედეთი ყოველთვის მხარს უჭერდა საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას
ეს არ არის პირველი ევროპის დღის აღნიშვნა საქართველოში, მაგრამ ეს პირველი ევროპის დღის აღნიშვნაა, რომელსაც საქართველო ვროპული პერსპექტივით ხვდება. შვედეთი ყოველთვის მხარს უჭერდა საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას, – ამის შესახებ საქართველოში შვედეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ულრიკ თიდესტრომმა ორბელიანის მოედანზე ევროპის დღეებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა. ელჩის თქმით, საქართველოს გზა ევროპისკენ ისეთივე მნიშვნელოვანია შვედეთისთვის, როგორც მისი თავმჯდომარეობა ევროკავშირში. „გილოცავთ შვედეთის და ევროპის დღეს. ჩემთვის დიდი პატივია, რომ დღეს აქ ვარ, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, თბილისის მერთან და ევროკავშირის ელჩთან ერთად, შვედეთის დღეების აღსანიშნავად, რომელიც ევროპის დღეების ნაწილს წარმოადგენს. მინდა, გულითადი მადლობა გადავუხადო საქართველოს მთავრობას, საგარეო საქმეთა სამინისტროს და საქართველოში შვედეთის საელჩოს ამ დღის მოწყობისთვის. მშვენიერია ქართულ-შვედური სოფლის ნახვა აქ, თბილისის გულში. ასევე, მინდა, მადლობა გადავუხადო შვედ არტისტებს და მომღერლებს, რათა აქ ჩამოვიდნენ, რომ თქვენ გასიამოვნონ და კონცერტი გამართონ. ასევე, აქ არის შვედეთის ერთ-ერთი საუკეთესო შეფმზარეული, რათა დაგაგემოვნებინოთ შვედური კერძები. დიდი მადლობა უნდა გადაგიხადოთ ყველას, დამსწრე საზოგადოებას, რათა მობრძანდით აქ, რომ აღგვეღნიშნა შვედეთის და ევროპის დღე ერთად. ეს არ არის პირველი ევროპის დღის აღნიშვნა საქართველოში, მაგრამ ეს პირველი ევროპის დღის აღნიშვნაა, რომელსაც საქართველო ვროპული პერსპექტივით ხვდება. შვედეთი ყოველთვის მხარს უჭერდა საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას. საქართველოს გზა ევროპისკენ ისეთივე მნიშვნელოვანია შვედეთისთვის, როგორც მისი თავმჯდომარეობა ევროკავშირში. რატომ? იმიტომ, რომ ჩვენ ერთად უფრო ძლიერები ვართ, და გვჭირდება უფრო მეტი საქართველო როგორც შვედეთში, ასევე ევროკავშირში, და გვინდა უფრო მეტი შვედეთი საქართველოში, რასაც ჩვენ დღეს დავინახავთ. დიდი მადლობა, საქართველოს გაუმარჯოს, შვედეთს გაუმარჯოს, ევროპას გაუმარჯოს“, – განაცხადა ულრიკ თიდესტრომმა.
Bloomberg: უკრაინა შეერთებულ შტატებთან შეთანხმდა, რომ შავ ზღვაში ყაზახურ ნავთობტანკერებზე თავდასხმას არ განახორციელებს
პაპუაშვილი - ნაციონალური მოძრაობა შეეგუა 2008 წლის ომის შემდეგ საქართველოს წინააღმდეგ მიღებულ სანქციებსა და ემბარგოს
ფონ დერ ლაიენი: აშშ-მ და ევროკავშირმა ერთობლივად მიზანში უნდა ამოიღონ რუსეთის შემოსავლის ყველა წყარო
დრონების თავდასხმის შემდეგ ილსკის და სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს ცეცხლი გაუჩნდა.
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)