|
2023-05-07 21:43:46, 995 ნახვა
პოლიტიკა
ჰერჩინსკი: საქართველო ევროპის დღეს ევროპული პერსპექტივით ხვდება, შემდეგი ეტაპი კანდიდატობაა
ევროპის დღეებთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ შეკრებილ ხალხს ქართულად მიმართა და აღნიშნა, რომ ახლა საქართველოს ევროინტეგრაციის ისტორიული შანსი აქვს. "ჩვენ ევროპის დღეს აღვნიშნავთ, ამ დღეს საქართველო ევროპული პერსპექტივით ხვდება. ეს დიდი წარმატებაა. შემდეგი ეტაპი კანდიდატის სტატუსის მოპოვებაა, რაც კიდევ უფრო დაახლოებს საქართველოს ევროკავშირის წევრობასთან. ამ მიზანს მოსახლეობის დიდი უმრავლესობა უჭერს მხარს. ეს ისტორიული შანსია იმისთვის, რომ გახდეთ ერთიანი, უსაფრთხო და ეკონომიკურად ძლიერი ევროპული ოჯახის წევრი. ვუსურვებ საქართველოს წარმატებას ამ გზაზე". – თქვა ჰერჩინსკიმ. ღონისძიებაზე შეკრებილებს სიტყვით მიმართა შვედეთის ელჩმაც, ულრიკ ტიდესტრომმა. "საქართველო და საქართველოს ევროპული გზა ისევე მნიშვნელოვანია შვედეთისთვის, როგორც ახლა ევროკავშირის თავმჯდომარეობა. რატომ? რადგან ერთად უფრო ძლიერები ვართ. გვსურს მეტი საქართველო როგორც შვედეთში, ისე ევროკავშირში". – თქვა ტიდესტრომმა. სიტყვით გამოვიდა საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც. "მე მინდა მივესალმო ჩვენს მეგობრებს, ევროკავშირის ელჩს, ბატონ ჰერჩინსკის, შვედეთის ელჩს მინდა მივესალმო განსაკუთრებით და ჩვენს მერს, ბატონ კახა კალაძეს. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ აღვნიშნავთ ევროპის დღეებს. ჩვენ გუშინ ბატონ ელჩებთან ერთად აღვნიშნეთ ევროპის დღეების გახსნა ოფიციალურად, და იცით ასევე, რომ ჩვენ გუშინ აღვნიშნეთ ესპანური დღე, ვინაიდან ესპანეთი გადაიბარებს ოფიციალურად ევროკავშირის თავმჯდომარეობას ივლისიდან, და მანამდე, როგორც იცით, შვედეთი არის ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა. ამიტომ, დღეს უკვე შვედეთის დღე შემოგთავაზეთ". – თქვა ღარიბაშვილმა.
Bloomberg: უკრაინა შეერთებულ შტატებთან შეთანხმდა, რომ შავ ზღვაში ყაზახურ ნავთობტანკერებზე თავდასხმას არ განახორციელებს
პაპუაშვილი - ნაციონალური მოძრაობა შეეგუა 2008 წლის ომის შემდეგ საქართველოს წინააღმდეგ მიღებულ სანქციებსა და ემბარგოს
ფონ დერ ლაიენი: აშშ-მ და ევროკავშირმა ერთობლივად მიზანში უნდა ამოიღონ რუსეთის შემოსავლის ყველა წყარო
დრონების თავდასხმის შემდეგ ილსკის და სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს ცეცხლი გაუჩნდა.
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)