|
2023-05-07 15:59:58, 1285 ნახვა
პოლიტიკა
2022 წელს რუსეთის ფედერაცია 1,3 მილიონმა ადამიანმა დატოვა - ნახეთ რამდენი შემოვიდა საქართველოში
2022 წელს რუსეთის ფედერაცია 1,3 მილიონმა ადამიანმა დატოვა, რის გამოც რუსეთის შრომის ბაზარმა 1998 წლის შემდეგ კადრების ყველაზე დიდი დეფიციტი განიცადა. ინფორმაციას ბრიტანული დაზვერვა ავრცელებს. რუსეთი თითქმის უდავოდ განიცდის მუშახელის ყველაზე დიდ დეფიციტს ბოლო ათწლეულების განმავლობაში.რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა გამოკითხა 14000 დამსაქმებელი და დაადგინა, რომ თავისუფალ მუშაკთა რაოდენობა ყველაზე დაბალ დონეზეა 1998 წლის შემდეგ. ისინი დასძენს, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში, COVID-19-ის გავლენისა და უკრაინის წინააღმდეგ ომის გამო, რუსეთის მოსახლეობა მოსალოდნელზე 2 მილიონით მეტი შემცირდა. "მობილიზაცია, ისტორიულად მაღალი ემიგრაცია, დაბერება და მოსახლეობის კლება ზღუდავს მუშახელის მიწოდებას. ეს, სავარაუდოდ, შეამცირებს რუსეთის ეკონომიკის პოტენციურ ზრდას და დააჩქარებს ინფლაციას", - ამბობს ბრიტანული დაზვერვა. შეგახსენებთ, რომ რუსეთში სამობილიზაციო სამუშაოები გრძელდება. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენლის ანდრეი იუსოვის თქმით, რუსების სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის ოფისში ელექტრონული გამოძახება არ გამოიწვევს პროტესტს, მაგრამ გაზრდის აგრესორი ქვეყნის მოსახლეობის დეპრესიულ მდგომარეობას. უნდა აღინიშნოს, რომ ადრე დასავლელი ანალიტიკოსები ამბობდნენ, რომ პუტინის მობილიზაცია კიდევ უფრო ძირს უთხრის რუსეთის ეკონომიკას, რადგან მოსკოვს არ აქვს გეგმა ქვეყნიდან გაქცეული მუშების და მობილიზებული მუშაკების შეცვლაზე. 2023 წლის პირველ 3 თვეში საქართველოში რუსეთის ფედერაციიდან 298 285 საზღვრის კვეთა დაფიქსირდა – ასეთია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური მონაცემები. 2023 წლის პირველ კვარტალში საქართველოში საზღვრის კვეთის სტატისტიკაში პირველ ადგილზე რუსეთის ფედერაციაა. შს სამინისტროს ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან 2023 წლის იანვრამდე პერიოდში, ანუ 10 თვეში, საქართველოში ჯამში რუსეთის 1,4 მილიონი მოქალაქე შემოვიდა, რაც საქართველოს მთლიანი მოსახლეობის 38,1 პროცენტია, ანუ მესამედზე მეტი.
Bloomberg: უკრაინა შეერთებულ შტატებთან შეთანხმდა, რომ შავ ზღვაში ყაზახურ ნავთობტანკერებზე თავდასხმას არ განახორციელებს
პაპუაშვილი - ნაციონალური მოძრაობა შეეგუა 2008 წლის ომის შემდეგ საქართველოს წინააღმდეგ მიღებულ სანქციებსა და ემბარგოს
ფონ დერ ლაიენი: აშშ-მ და ევროკავშირმა ერთობლივად მიზანში უნდა ამოიღონ რუსეთის შემოსავლის ყველა წყარო
დრონების თავდასხმის შემდეგ ილსკის და სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს ცეცხლი გაუჩნდა.
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)