|
2023-05-06 15:05:38, 1693 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - EU-ს სტატუსის მინიჭება მნიშვნელოვანია, რათა ქართველმა ხალხმა თავი დაჩაგრულად არ იგრძნოს
საქართველო ევროპული ოჯახის წევრი თავისი უნიკალური კულტურით, ტრადიციებით და ქრისტიანული იდენტობითა გახდება,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ "ევროპის დღისადმი" მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა. მისი თქმით, საქართელოსთვის სტატუსის მინიჭება მნიშვნელოვანია, რათა ქართველ ხალხში არ გამოიწვიოს იმედგაცრუება, ქართველმა ხალხმა თავი არ იგრძნოს დაჩაგრულად. „მსურს, მოგილოცოთ ევროპის დღე, ევროპის, რომელიც არამხოლოდ გეოგრაფიული მოცემულობა, არამედ ღირებულებებისა და ფასეულობების ადგილია. ევროპის დღეს ვზეიმობთ ყველანი, ვისთვისაც თავისუფლება, თანასწორობა და სოლიდარობა, ქრისტიანული იდენტობა და ჰუმანიზმი, ინდივიდუალური და ეროვნული მსოფლმხედველობის განმსაზღვრელი პრინციპებია. დღეს, ევროპა უმძიმესი გამოწვევების წინაშეა. წელიწადზე მეტია, რაც ომის დამანგრეველ შედეგებს ვუყურებთ და ამ ვითარებით გამოწვეული ტრაგედიებისა და კრიზისების ფონზე, კიდევ უფრო აშკარა და ცხადია მშვიდობის ფასი, მშვიდობის, რაც თავის დროზე ევროკავშირის შექმნის იდეას დაედო საფუძვლად და რამაც მისი განხორციელება გახადა შესაძლებელი. ჩვენმა ხალხმა როგორც წარსული, ისე უახლესი ისტორიიდან გამომდინარე, კარგად იცის, თუ რას ნიშნავს ომი და სისხლისღვრა, დევნილობა და მოუშუშებელი ჭრილობები. შესაბამისად, ჩვენ ყოველთვის მშვიდობის სადარაჯოზე ვიდგებით“,- განაცხადა კალაძემ. მისივე თქმით, ხელისუფლების მიერ გადადგმული კონკრეტული ნაბიჯებისა და ხალხის სურვილის გათვალისწინებით, საქართველო იმსახურებს ეროვნული იდენტობის პატივისცემის პრინციპით მოქმედი ევროპული ოჯახის სრულფასოვან წევრობას. „ქართველი ხალხისა და „ქართული ოცნების“ ხელისუფლების სურვილი, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ეროვნული იდენტობის პატივისცემის, თანასწორობის პრინციპებით მოქმედი ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობაა, რასაც ჩვენი საზოგადოების განწყობა და ხელისუფლების მიერ გადადგმული კონკრეტული ნაბიჯები ადასტურებს. საქართველოს ევროპული პერსპექტივა უკვე ოფიციალურად აღიარებულია, რითიც ხელისუფლებისა და ხალხის ნება კიდევ უფრო გამყარდა. ამ აღიარებას უკვე დამსახურებული სტატუსი და წევრობაც უნდა მოჰყვეს, ძალიან მნიშვნელოვანია სტატუსის მინიჭება, ამ ნაბიჯის გადადგმა, რათა ქართველ ხალხში არ გამოიწვიოს იმედგაცრუება, ქართველმა ხალხმა თავი არ იგრძნოს დაჩაგრულად. საქართველო ერთიანი ევროპული ოჯახის წევრი აუცილებლად გახდება, გახდება საკუთარი მრავალსაუკუნოვანი უნიკალური კულტურით, ტრადიციებით, ქრისტიანული იდენტობითა და ღირებულებებით, რამაც ჩვენი ერის იდენტობა საუკუნეების განმავლობაში ჩამოაყალიბა. კიდევ ერთხელ გილოცავთ და გისურვებთ, მშვიდობიან, ერთიან, სუვერენულ და ძლიერ ევროპულ ოჯახში ერთად გვეზეიმოს ევროპის დღე“,- დასძინა კალაძემ.
Bloomberg: უკრაინა შეერთებულ შტატებთან შეთანხმდა, რომ შავ ზღვაში ყაზახურ ნავთობტანკერებზე თავდასხმას არ განახორციელებს
პაპუაშვილი - ნაციონალური მოძრაობა შეეგუა 2008 წლის ომის შემდეგ საქართველოს წინააღმდეგ მიღებულ სანქციებსა და ემბარგოს
ფონ დერ ლაიენი: აშშ-მ და ევროკავშირმა ერთობლივად მიზანში უნდა ამოიღონ რუსეთის შემოსავლის ყველა წყარო
დრონების თავდასხმის შემდეგ ილსკის და სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს ცეცხლი გაუჩნდა.
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)