06:43 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-06 10:33:06, 1122 ნახვა

საზოგადოება
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ბიურო - მივესალმებით საქართველოს მიერ გულდასმით განხორციელებულ ძალისხმევას საერთაშორისო ფინანსური სანქციების მხარდაჭერისა და ექსპორტის კონტროლის საქმეში

მივესალმებით საქართველოს მიერ გულდასმით განხორციელებულ ძალისხმევას საერთაშორისო ფინანსური სანქციების მხარდაჭერისა და ექსპორტის კონტროლის საქმეში, რაც აშშ-ის საელჩოს ხელშეწყობით ხორციელდება, - ამის შესახებ საერთაშორისო უსაფრთხოებისა და მასობრივი განადგურების იარაღის გაუვრცელებლობის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ბიუროს „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზეა აღნიშნული.

ბიურო ყურადღებას ამახვილებს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურთან თანამშრომლობაზე.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებმა და აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა, მონაწილეობა მიიღეს რენტგენო სკანერის გადაცემის ცერემონიაში, რომელიც ბათუმის აეროპორტში გაიმართა და მიზნად ისახავს აკრძალული საქონლის გამოვლენის შესაძლებლობის განმტკიცებას.

„ეს ფაქტი გააძლიერებს საქართველოს ეროვნულ უსაფრთხოებას, ხოლო საბაჟოსა და საზღვრის დაცვის უწყებებს, დაეხმარება აკრძალული და მასობრივი განადგურების იარაღის ტრეფიკინგის აღკვეთაში“, - აღნიშნულია განცხადებაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics