06:43 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-05 23:54:36, 1147 ნახვა

საზოგადოება
იოსელიანი - ძალიან მიხარია, რომ აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მშობლები ქუჩაში ღამეს აღარ გაათენებენ

ძალიან მიხარია, რომ აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მშობლები ქუჩაში ღამეს აღარ გაათენებენ, - ასე გამოეხმაურა სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლების გადაწყვეტილებას, კანცელარიასთან უწყვეტი პროტესტის შეწყვატის შესახებ.

მისივე თქმით, სახალხო დამცველის აპარატი გააგრძელებს ჯანდაცვის სამინისტროში იშვიათი დაავადებების საკითხზე მომუშავე საკოორდინაციო საბჭოში მუშაობას. 

"ძალიან მიხარია, რომ აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მშობლები ქუჩაში ღამეს აღარ გაათენებენ. ჯანდაცვის სამინისტროში არსებულ საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში ჩართვის შედეგად, უკვე აქვთ გარკვეული წინსვლა თავიანთი შვილების ინტერესების სასარგებლოდ. 
ჩემი მხრიდან შემიძლია დავადასტურო, რომ სახალხო დამცველის აპარატი გააგრძელებს ჯანდაცვის სამინისტროში იშვიათი დაავადებების საკითხზე მომუშავე საკოორდინაციო საბჭოში მუშაობას. იმედი მაქვს,  რომ უახლოეს პერიოდში შეიქმნება აქონდროპლაზიის მართვისთვის აუცილებელი პროტოკოლი და შესაძლებელი იქნება,  შესაბამისი მკურნალობით უზრუნველყოფა", - წერს ლევან იოსელიანი.

შეგახსენებთ, აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლები საპროტესტო აქციებს წყვეტენ და სამუშაო ჯგუფს უერთდებიან.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics