|
2023-05-05 23:14:01, 1036 ნახვა
პოლიტიკა
სუს - კეთდება ყველაფერი, რათა უკანონო პატიმრობაში მყოფი ქრისტინე თაკალანძე საკუთარ ოჯახს დაუბრუნდეს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური თვითგამოცხადებული აფხაზეთის რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს მხრიდან ჯაშუშობაში ბრალდებით საქართველოს მოქალაქე ქრისტინა თაკალანძის თავისუფლების აღკვეთის ფაქტს გამოეხმაურა. უწყებაში აცხადებენ, რომ საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან განხორციელებულ ძალადობრივ და უკანონო ქმედებებთან დაკავშირებით, საერთაშორისო თანამეგობრობამ არაერთხელ დააფიქსირა კონსოლიდირებული პოზიცია და დაგმო დანაშაულებრივი პრაქტიკა, რაც მიზანმიმართულად მკვიდრდება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ერთობლივი ძალისხმევით, კეთდება ყველაფერი, რათა უკანონო პატიმრობაში მყოფი ქრისტინე თაკალანძე საკუთარ ოჯახს დაუბრუნდეს. შეგახსენებთ, დღეს, 5 მაისს, თვითგამოცხადებული აფხაზეთის რესპუბლიკის უზენაესმა სასამართლომ ჯაშუშობაში ბრალდებულ საქართველოს მოქალაქე ქრისტინა თაკალანძეს 10 წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
Bloomberg: უკრაინა შეერთებულ შტატებთან შეთანხმდა, რომ შავ ზღვაში ყაზახურ ნავთობტანკერებზე თავდასხმას არ განახორციელებს
პაპუაშვილი - ნაციონალური მოძრაობა შეეგუა 2008 წლის ომის შემდეგ საქართველოს წინააღმდეგ მიღებულ სანქციებსა და ემბარგოს
ფონ დერ ლაიენი: აშშ-მ და ევროკავშირმა ერთობლივად მიზანში უნდა ამოიღონ რუსეთის შემოსავლის ყველა წყარო
დრონების თავდასხმის შემდეგ ილსკის და სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს ცეცხლი გაუჩნდა.
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)