|
2023-05-04 17:46:29, 891 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე სააკაშვილზე - პალატაში რკინის მაგიდა არ არის, მას „ნიუსის“ საფუძველი სჭირდება
[პალატაში] რკინის მაგიდა არ არის, სტატიებისთვის სჭირდება "ნიუსის" საფუძველი, რომ თავი ჩამოარტყა, ამაში ბევრი ფულია გადახდილი და საქართველოს წინააღმდეგ ამანაც უნდა იმუშაოს, - ასე გამოეხმაურა "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გუშინდელ განცხადებას, რომლის მიხედვითაც მან გონება დაკარგა და თავი რკინის მაგიდას ჩამოარტყა. მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის განცხადება არის "ფეიკ კამპანია", რომელშიც მილიონობით დოლარი არის დახარჯული, მაგრამ, როგორც თავად აღნიშნავს, საქართველოს სახელმწიფო ამ "ფეიკ" ინფორმაციებს, წარმატებით უმკლავდება. „რკინის მაგიდა არ არის. ვრცელდება ინფორმაცია, რომ რკინის მაგიდას ჩამოარტყა თავი, რაღაც მეტი დრამატიზებისთვის, ამ თემის მეტი გაბერვისთვის. სინამდვილეში ეს არის ცალკე აღებული „ფეიკ კამპანია“ , რომელიც ჯდება მილიონობით დოლარი. ერთი მილიონი და მეტი უკვე გადარიცხულია ოფიციალურად ლობისტებისთვის და არაოფიციალურად, რა ჯდება და ის შეკვეთილი სტატიები ასე მარტივად რომ არ გაივლიდა, ესეც ძალიან კარგად ვიცით და ამ სტატიებისთვის სჭირდება "ნიუსის" საფუძველი, რომ თავი ჩამოარტყა, საერთაშორისო გამოცემაში ახალი სტატია უნდა დაიბეჭდოს. ამაში ბევრი ფულია გადახდილი და საქართველოს წინააღმდეგ ამანაც უნდა იმუშაოს. ამაში ხდება ფულის გადახდა, ამ მავნებლობაში. კონკრეტული შეკვეთილი სტატიებით თავის როლს ასრულებენ, გასაგებია, მაგრამ საქართველოს სახელმწიფო ამ „ფეიკებსაც“ საბედნიეროდ წარმატებით უმკლავდება“, - განაცხადა მდინარაძემ. შეგახსენებთ, ექსპრეზიდენტის განცხადებას დღეს, 4 მაისს "ვივამედის" კლინიკური დირექტორი ზურაბ ჩხაიძე გამოეხმაურა და თქვა, რომ ფაქტს ვერც დაადასტურებს და ვერც უარყოფს. როგორც ჩხაიძემ ჟურნალისტებს უთხრა, სამედიცინო მედპერსონალის მიერ გონების კარგვის ეპიზოდი არ დასტურდება. რაც შეეხება რკინის მაგიდას, რომელზეც სააკაშვილი საუბრობს, "ვივამედის" კლინიკური დირექტორი ამბობს, რომ პალატაში რკინის მაგიდა არ დგას.
Bloomberg: უკრაინა შეერთებულ შტატებთან შეთანხმდა, რომ შავ ზღვაში ყაზახურ ნავთობტანკერებზე თავდასხმას არ განახორციელებს
პაპუაშვილი - ნაციონალური მოძრაობა შეეგუა 2008 წლის ომის შემდეგ საქართველოს წინააღმდეგ მიღებულ სანქციებსა და ემბარგოს
ფონ დერ ლაიენი: აშშ-მ და ევროკავშირმა ერთობლივად მიზანში უნდა ამოიღონ რუსეთის შემოსავლის ყველა წყარო
დრონების თავდასხმის შემდეგ ილსკის და სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს ცეცხლი გაუჩნდა.
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)