|
2023-05-04 09:25:01, 635 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - მე რომ მინდა ევროპა და ევროინტეგრაცია ჩემი შვილებისთვის და მომავალი თაობებისთვის, ვის უნდა ისე?
მე მინდა ევროპა და ევროინტეგრაცია, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ უარი უნდა ვთქვა ჩემს იდენტობაზე, წარსულზე, ტრადიციებსა და კულტურაზე, რითაც ვამაყობ, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლების მიმართ გამოთქმული ბრალდებები, თითქოს გადაუხვია ევროპულ ღირებულებებს, ცილისწამებაა. „რატომ არ შევუერთდით სანქციებს? ამაზეა ძირითადად საუბარი. ვინ დაგვაჯერებს იმაში, რომ ქართული ღვინო ან სოფლის მეურნეობის პროდუქტები თუ არ გავა, ამით დავაზიანებთ რუსულ ეკონომიკას? ასე ხომ პირიქით დავაზიანებთ გაჭირვებულ ხალხს, ვინც 24 საათი შრომობს ლუკმა-პურის ოჯახში შესატანად. ეს ფული ხომ ისევ საქართველოში შემოდის?! რატომ უნდა გავხსნათ მეორე ფრონტი საქართველოში? ნაკლები გავაკეთეთ ამ მიმართულებით? ყველა საერთაშორისო მისიაში საქართველო უმრავლესობით იყო წარმოდგენილი. რამდენი დაჭრილი, დასახიჩრებული ბიჭები გვყავს. მაგათ ვენაცვალე, მართლა გმირები არიან. გვინდა სახელმწიფოებრიობა დავკარგოთ? მინდა, მივმართო საზოგადოებას, დღეს რომ "ნაციონალური მოძრაობა" იყოს ხელისუფლებაში, წარმოგიდგენიათ რა იქნებოდა ქვეყანაში? მშვიდობას არ აქვს ალტერნატივა“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისი თქმით, ევროინტეგრაციის პროცესი შეუქცევადია, თუმცა ეს არ ნიშნავს საკუთარ იდენტობასა და კულტურაზე უარის თქმას. „თურმე, იმიტომ ვარ რუსეთუმე და არაევროპელი, რომ ქვეყანაში მინდა მშვიდობა, ეკონომიკური განვითარება. მე რომ მინდა ევროპა და ევროინტეგრაცია ჩემი შვილებისთვის და მომავალი თაობებისთვის, ვის უნდა ისე? მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მე უარი უნდა ვთქვა ჩემს იდენტობაზე, წარსულზე, ტრადიციებზე, კულტურაზე, რითაც ვამაყობ. უბედნიერესი ადამიანი ვარ, რომ ამ ქვეყანაში დავიბადე, გავიზარდე და ქართველი ვარ. როდესაც იტალიაში ჩავედი, საქართველო რუსეთი ეგონათ, მაგრამ მერე ყველამ გაიგო, რომ საქართველო უდიდესი კულტურის მქონე, პატარა, ლამაზი ქვეყანაა“, - აღნიშნა კახა კალაძემ. მისი თმით, ოპოზიცია საქართველოს ყველანაირ მიღწევას აუფასურებს. „ყველა მიმართულებით უტევენ - სარწმუნოებას, ეკლესიას, წარმატებულ ადამიანებს. როგორ შეიძლება ადამიანმა არ იამაყო, ქართული ანბანი არის მსოფლიოს 14 დამწერლობას შორის. უტევენ სპორტსმენებს. ვნახეთ, ტალახაძეს, კვარაცხელიას რა სტატუსები მიუძღვნეს. ეს მიზანმიმართული კამპანიაა. ასეთი დალოცვილი ქვეყანა გვაქვს, ამხელა წარსული გვაქვს, ამით როგორ არ უნდა იამაყო?“ - განაცხადა კახა კალაძემ გადაცემაში „იმედი live”.
Bloomberg: უკრაინა შეერთებულ შტატებთან შეთანხმდა, რომ შავ ზღვაში ყაზახურ ნავთობტანკერებზე თავდასხმას არ განახორციელებს
პაპუაშვილი - ნაციონალური მოძრაობა შეეგუა 2008 წლის ომის შემდეგ საქართველოს წინააღმდეგ მიღებულ სანქციებსა და ემბარგოს
ფონ დერ ლაიენი: აშშ-მ და ევროკავშირმა ერთობლივად მიზანში უნდა ამოიღონ რუსეთის შემოსავლის ყველა წყარო
დრონების თავდასხმის შემდეგ ილსკის და სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს ცეცხლი გაუჩნდა.
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)