|
2023-05-04 09:23:09, 641 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების შემთხვევაში, ეს იქნება ჩვენი - ყველას დამსახურება
თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ თუ საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს მიიღებს, ეს ყველას დამსახურება იქნება. ამის შესახებ კახა კალაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა. მისივე თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლები ცდილობენ, საქართველომ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს. „დღეს საქართველოს მოსახლეობას წარმოადგენს ხელისუფლება და სტატუსის მიღების შემთხვევაში, ეს იქნება ჩვენი, ყველას დამსახურება, ვინც ამ ქვეყანაში ვცხოვრობთ, მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები, მათი მეგობრები ყველაფერს აკეთებენ, ცდილობენ, რომ საქართველომ სტატუსი არ მიიღოს. ხელისშეშლა მიდის, რომ შემდეგ ეს ყველაფერი გამოყენებული იყოს საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ. ის მესიჯი, რომელიც ახლა იქნა გახმაურებული, რომ თუ ქვეყანა სტატუსს მიიღებს, ხელისუფლება საერთოდ არაფერ შუაში არ იქნება, რადგან ეს არის ხალხის დამსახურება, საინტერესოა, ორი თვის წინ რა, ცუდი ხალხი იყვნენ ქართველები? მაშინ რატომ არ მისცეს სტატუსი, რა იყო ამის მიზეზი? იქნებ ჩვენი ქვეყნის ადგილმდებარეობა არ მოეწონათ, დღეს კი განსხვავებული ადგილმდებარეობა გვაქვს და ამის გამო მოგვცემენ სტატუსს? მადლობა ღმერთს, რომ დღეს ყველანაირი ინფორმაცია ხელმისაწვდომია და ის წლები არ არის, კონკრეტული ორი მედიასაშუალება რომ აწვდიდა საზოგადოებას ერთ ინფორმაციას სააკაშვილის დროს და რეალობაზე ხელმისაწვდომობა ნაკლები იყო“, - განაცხადა თბილისის მერმა. მისივე თქმით, დღეს ყველანაირი შესაძლებლობა არსებობს იმისთვის, რომ საზოგადოებამ სრულყოფილი ინფორმაცია მიიღოს. „დღეს აბსოლუტურად განსხვავებული მდგომარეობაა, უამრავი შესაძლებლობაა, რომ ახალგაზრდებმა, მომავალმა თაობამ, ჩვენმა შვილებმა მიიღონ სრულყოფილი ინფორმაცია, რა ხდება ქვეყანაში, მსოფლიოში. ყველა ვთანხმდებით, რომ დღეს მსოფლიოში უმძიმესი ვითარებაა, განსაკუთრებით რეგიონში რა ხდება. ამიტომ მშვიდობის შენარჩუნება არის პრინციპულად მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ მოხდეს ქვეყნის ეკონომიკური განვითარება. თუ ამისთვის უნდა დაისაჯოს ჩვენი ქვეყანა, რომ ვინარჩუნებთ მშვიდობას და სიმშვიდეს, არ ვიცი“, - განაცხადა კახა კალაძემ.
Bloomberg: უკრაინა შეერთებულ შტატებთან შეთანხმდა, რომ შავ ზღვაში ყაზახურ ნავთობტანკერებზე თავდასხმას არ განახორციელებს
პაპუაშვილი - ნაციონალური მოძრაობა შეეგუა 2008 წლის ომის შემდეგ საქართველოს წინააღმდეგ მიღებულ სანქციებსა და ემბარგოს
ფონ დერ ლაიენი: აშშ-მ და ევროკავშირმა ერთობლივად მიზანში უნდა ამოიღონ რუსეთის შემოსავლის ყველა წყარო
დრონების თავდასხმის შემდეგ ილსკის და სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს ცეცხლი გაუჩნდა.
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)