|
2023-05-02 13:01:25, 639 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე ივანიშვილზე - მის ფენომენს არ იცნობენ და ნამდვილად ვერ დააშანტაჟებენ ფინანსური სანქციებით
ბიძინა ივანიშვილს ნამდვილად ვერ დააშანტაჟებენ ფინანსური სანქციებით, რომ არასწორი ნაბიჯი გადადგას ქვეყნის საწინააღმდეგოდ,- ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. კალაძის თქმით, გარკვეული პოლიტიკური ჯგუფების მხრიდან ზეწოლა გრძელდება და ამის მიზეზი ყველასთვის ნათელია, ხოლო ყველაზე დიდი შეტევის ობიექტი ბიძინა ივანიშვილია. „ეს ზეწოლა გრძელდება, რა განცხადებებსაც ვისმენთ ბოლო თვეების განმავლობაში. ყველამ ვიცით, რა ამის მთავარი მიზეზი, რატომ ხდება. ჩვენ აბსოლუტურად ღიად განვაცხადეთ, რომ არ ვუერთდებით სანქციებს, რადგან არ გვინდოდა დაგვეზიანებინა ჩვენი ქვეყანა, არ გვინდოდა დაგვეზიანებინა საკუთარი ხალხი, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა. როგორ შეიძლება, შევუერთდეთ სანქციებს, როცა დარწმუნებული არ ვართ იმაში, რომ ამით რუსეთს დავაზიანებთ? პირიქით, საკუთარ თავს დავიზიანებთ, ეს იქნებოდა ხარაკირი. იგივეა ე.წ. მეორე ფრონტის გახსნასთან დაკავშირებით. ჩვენ ხომ გამოვიარეთ ეს ყველაფერი, ხომ გადავიხადეთ მძიმე საფასური, ხომ ვიცით, რამხელა უბედურება მოაქვს ომს, რამხელა უბედურება და ზიანი მოგვაყენა 2008 წელმა. ამიტომ, დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი არის მშვიდობა, სტაბილურობა, ეკონომიკური განვითარება. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, ამ ადამიანზე არის ყველაზე მეტი შეტევა. როგორც იცით, მას თანხები ყოველგვარი კანონის გვერდის ავლით გაუჩერეს შვეიცარიაში, ვერანაირი ახსნა-განმარტება ვერ მოიძებნა, თუ რატომ ხდება ეს ყველაფერი, თუმცა ჩვენთვის, საზოგადოებისთვის ყველაფერი ცხადი და ნათელია“, - განაცხადა კალაძემ. შეკითხვაზე თუ რა შედეგი შეიძლება მოიტანოს ბიძინა ივანიშვილის ფორმალურმა დასანქცირებამ, კალაძე ამბობს, რომ ეს უშედეგო იქნება. „შედეგები - არაფერი. რა სურვილიც აქვთ მათ, რისთვისაც დგამენ ამ ნაბიჯებს, რატომაც აკეთებენ ამას, შედეგს ვერ მოიტანს, იმიტომ რომ არ იცნობენ ბიძინა ივანიშვილს. ბიძინა ივანიშვილს ნამდვილად ვერ დააშანტაჟებენ თანხებით, ფინანსური სანქციებით, რათა მან არასწორი გადაწყვეტილება მიიღოს, არასწორი ნაბიჯი გადადგას ქვეყნის, ხალხის საწინააღმდეგოდ. ბიძინა ივანიშვილის ფენომენს არ იცნობენ და ეს არის სამწუხარო რეალობა“,- დასძინა კალაძემ.
პაპუაშვილი - ნაციონალური მოძრაობა შეეგუა 2008 წლის ომის შემდეგ საქართველოს წინააღმდეგ მიღებულ სანქციებსა და ემბარგოს
ფონ დერ ლაიენი: აშშ-მ და ევროკავშირმა ერთობლივად მიზანში უნდა ამოიღონ რუსეთის შემოსავლის ყველა წყარო
დრონების თავდასხმის შემდეგ ილსკის და სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს ცეცხლი გაუჩნდა.
დათუნაშვილი - სამშობლოს ღალატში გამოწრთობილი ხელისუფლება მორიგ მოღალატეობრივ აქტს სჩადის
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)