|
2023-05-02 11:09:01, 652 ნახვა
პოლიტიკა
შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები ლიეტუვის რესპუბლიკაში ოფიციალური სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი - პოლიციის პოლკოვნიკი ვაჟა სირაძე, სასაზღვრო პოლიციის უფროსი - გენერალ-მაიორი ნიკოლოზ შარაძე და მისი პირველი მოადგილე - სასაზღვრო პოლიციის პოლკოვნიკი გოჩა ჯანჯღავა ლიეტუვის რესპუბლიკაში ოფიციალური სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, ნიკოლოზ შარაძე და ვაჟა სირაძე ლიეტუვის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურის ხელმძღვანელს, გენერალ რუსტამას ლიუბაიევასს შეხვდნენ. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ლიეტუვის რესპუბლიკის შსს-ს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურის წარმომადგენლები. „შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საზღვრის დაცვასა და სასაზღვრო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები. ლიეტუვის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს საზღვრის დაცვის სამსახურის უფროსმა რუსტამას ლიუბაიევასმა, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსმა ნიკოლოზ შარაძემ და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ვაჟა სირაძემ ხელი მოაწერეს საზღვრის დაცვის საკითხებში თანამშრომლობის 2023-2024 წლების გეგმას. სტუმრები ლიეტუვის რესპუბლიკის საზღვრის დაცვის სამსახურის სხვადასხვა დანაყოფებს ეწვივნენ. ლიეტუვის სასაზღვრო უწყების წარმომადგენლებმა საქართველოს დელეგაციის წევრებს ეროვნული საკოორდინაციო ცენტრის, რეგიონული დანაყოფებისა და საზღვრის დაცვის სკოლის საქმიანობა გააცნეს და ქართველ კოლეგებს სასაზღვრო გამტარი პუნქტების ფუნქციონერების, არსებული აღჭურვილობისა და დანერგილი ტექნოლოგიების შესახებ გამოცდილება გაუზიარეს. ლიეტუველმა კოლეგებმა ქართულ მხარეს ასევე დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს სამგზავრო დოკუმენტებისა და რადიაციული ნივთიერებების შემოწმების წესების შესახებ. ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრებმა აგრეთვე მოინახულეს ლიეტუვის საზღვრის დაცვის სამსახურის სასწავლო სკოლა, სადაც მესაზღვრეთა გადამზადების სასწავლო კურსის შესახებ ინფორმაციას გაეცნენ“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
პაპუაშვილი - ნაციონალური მოძრაობა შეეგუა 2008 წლის ომის შემდეგ საქართველოს წინააღმდეგ მიღებულ სანქციებსა და ემბარგოს
ფონ დერ ლაიენი: აშშ-მ და ევროკავშირმა ერთობლივად მიზანში უნდა ამოიღონ რუსეთის შემოსავლის ყველა წყარო
დრონების თავდასხმის შემდეგ ილსკის და სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს ცეცხლი გაუჩნდა.
დათუნაშვილი - სამშობლოს ღალატში გამოწრთობილი ხელისუფლება მორიგ მოღალატეობრივ აქტს სჩადის
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)