|
2023-04-30 12:33:30, 931 ნახვა
პოლიტიკა
ურთიერთობების გადახედვაზე შეიძლება ჩვენ მეტი ვილაპარაკოთ - მდინარაძე „ქართული ოცნების“ შესაძლო გარიცხვაზე
ურთიერთობების გადახედვაზე შეიძლება ჩვენ მეტი ვილაპარაკოთ,- ასე ეხმაურება "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, „ქართული ოცნება“, შესაძლოა, "ევროპელ სოციალისტთა“ პარტიული ოჯახიდან გარიცხონ. მდინარაძის განცხადებით, იმ კონფერენციაში მონაწილეობისთვის, რომელიც ოჯახის სიწმინდესა და ეროვნულ იდენტობას ეხება, რომელიმე ჯგუფიდან გარიცხვის საკითხი დღის წესრიგში არ უნდა დგებოდეს. "თუკი, რომელიმე პოლიტიკური ჯგუფიდან ვინმე უნდა ალაპარაკდეს ჩვენი გარიცხვის საკითხზე, მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ საქართველომ შეიძლება მონაწილეობა მიიღოს იმ კონფერენციაში, სადაც საკითხი დგას - ოჯახის სიწმინდეზე, ეროვნულ იდენტობაზე და მსგავს ღირებულებებზე და ამას ეძღვნება კონფერენცია და ამის გამო თუ ვიღაცამ უნდა დააყენოს საკითხი, რომ უნდა გაირიცხოს, რადგან ამ ღირებულებებთან დაკავშირებულ ღონისძიებაში იღებს მონაწილეობას "ქართული ოცნება", ურთიერთობების გადახედვაზე შეიძლება ჩვენ მეტი ვილაპარაკოთ",- ამბობს მდინარაძე. ცნობისთვის, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, "ევროპელი სოციალისტების პარტია" (PES) პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის უნგრეთში კონსერვატორთა საერთაშორისო კონფერენციაზე მიიწვევის პარალელურად, საკუთარი რიგებიდან "ქართული ოცნების" გარიცხვის საკითხს განიხილავს. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობის მეთაური კონფერენციაზე სპკერების ჩამონათვალშია მოხსენიებული. CPAC-უნგრეთის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, წლევანდელი კონფერენციის დევიზია „ერთად ძლიერები ვართ“. წინა ღონისძიება ორიენტირებული „ღმერთის, სამშობლოს, ოჯახის“ ღირებულებებზე იყო.
დრონების თავდასხმის შემდეგ ილსკის და სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს ცეცხლი გაუჩნდა.
დათუნაშვილი - სამშობლოს ღალატში გამოწრთობილი ხელისუფლება მორიგ მოღალატეობრივ აქტს სჩადის
კობახიძე - როდესაც ხელოვნურად ცდილობ, გააღვივო რუსოფობია ქვეყანაში, ეს ნიშნავს იმას, რომ საკუთარ ქვეყანას უწყობ პროვოკაციას
კობახიძე - ევროსაბჭოს რეზოლუციაში წერია, რომ კონფლიქტი ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებების ფაზაში გადავიდა სააკაშვილის რეჟიმის მიერ ცხინვალის დაბომბვის შემდეგ
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)