13:14 - 08 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-28 23:37:06, 1061 ნახვა

პოლიტიკა
რატი ბრეგაძე- რაც უნდა დიდი დრო გავიდეს, ისტორიული სამართლიანობა ყოველთვის იმარჯვებს ისტორიულ უსამართლობაზე

„რაც უნდა დიდი დრო გავიდეს, ისტორიული სამართლიანობა ყოველთვის იმარჯვებს ისტორიულ უსამართლობაზე", – ასე უპასუხა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა კითხვას – აქვს თუ არა მოლოდინი, რომ რუსეთის ფედერაცია აღასრულებს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას 2008 წლის ომის საქმეზე.

იუსტიციის მინისტრის განცხადებით, აღსრულების პროცესი მარტივი არ იქნება, მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი აღარ არის ევროპის საბჭოს წევრი, საერთაშორისო სამართლის მიხედვით, მან სრულად უნდა აანაზღაუროს საქართველოს მოქალაქეებისთვის მიყენებული ზიანი:

„გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. რუსეთის ფედერაციამ ეს დარღვევები ჩაიდინა მაშინ, როდესაც ის იყო ჯერ კიდევ ევროსაბჭოს წევრი. შესაბამისად, საერთაშორისო სამართლის მიხედვით, მას აქვს ვალდებულება, სრულად აანაზღაუროს ზიანი, რომელიც მიაყენა საქართველოს მოქალაქეებს. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ადრე თუ გვიან ეს ზიანი რუსეთის ფედერაციის მხრიდან სრულად ანაზღაურდება", – განაცხადა რატი ბრეგაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
დრონების თავდასხმის შემდეგ ილსკის და სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს ცეცხლი გაუჩნდა.
დათუნაშვილი - სამშობლოს ღალატში გამოწრთობილი ხელისუფლება მორიგ მოღალატეობრივ აქტს სჩადის
კობახიძე - როდესაც ხელოვნურად ცდილობ, გააღვივო რუსოფობია ქვეყანაში, ეს ნიშნავს იმას, რომ საკუთარ ქვეყანას უწყობ პროვოკაციას
კობახიძე - ევროსაბჭოს რეზოლუციაში წერია, რომ კონფლიქტი ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებების ფაზაში გადავიდა სააკაშვილის რეჟიმის მიერ ცხინვალის დაბომბვის შემდეგ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics