|
2023-04-28 23:32:21, 1028 ნახვა
პოლიტიკა
ბრეგაძე - მთელი ქვეყნის მშვიდობიანი დეოკუპაცია სწორედ სამართლებრივი მეთოდებით აუცილებლად წარმატებით განხორციელდება
სამართალი აუცილებლად აღსრულდება და მთელი ქვეყნის მშვიდობიანი დეოკუპაცია სწორედ სამართლებრივი მეთოდებით აუცილებლად წარმატებით განხორციელდება, - ასე გამოეხმაურა იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე 2008 წლის ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიერ დღეს მიღებულ გადაწყვეტილებას. მისივე თქმით, 2008 წელს რუსეთის ფედერაციამ არა მხოლოდ საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ დაარღვია არაერთი საერთაშორისო ნორმა, არამედ კონკრეტული ადამიანების წინააღმდეგაც დაარღვია საერთაშორისო სამართლის ნორმები და, ასევე, მათი კონვენციური უფლებები, რის გამოც მას დაეკისრა პასუხისმგებლობა. „ჩვენ იუსტიციის სამინისტროში დავამკვიდრეთ ასეთი ტრადიცია – შეხვედრის ყველა ოთახს ჰქვია ოკუპირებული ტერიტორიების სახელები. იმ ოთახს, საიდანაც ახლა თქვენ მე გერთვებით, ჰქვია „სოხუმი". სწორედ დღევანდელი გადაწყვეტილება და მთელი ის გაწეული სამუშაო, რომელიც აქამდე შედგა, იქნება იმის საფუძველი, რომ არა მხოლოდ თბილისიდან – ოკუპირებული ტერიტორიების სახელებით დასახელებული ოთახებიდან, არამედ სწორედ სოხუმიდან და ცხინვალიდან ექნება როგორც ჩვენს მოსახლეობას, ისე კანონიერი ხელისუფლების წარმომადგენლებს საზოგადოებასთან ურთიერთობის ბედნიერება. „ჯარიმის გადახდა რუსეთის ფედერაციას, დაახლოებით, 130 მლნ ევროს ოდენობით მოუწევს სხვადასხვა დარღვევის გამო; კერძოდ, ეს არის სიცოცხლის უფლების დარღვევა, წამება და არაადამიანური მოპყრობა; ასევე, დაახლოებით, 23 000-მდე ჩვენი მოქალაქის საკუთარი საცხოვრებლიდან უკანონოდ გამოძევება, სადაც მათ დღემდე არ აქვთ დაბრუნების შესაძლებლობა... დღევანდელი გადაწყვეტილება ნიშნავს იმას, რომ 2008 წელს რუსეთის ფედერაციამ არა მხოლოდ საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ დაარღვია არაერთი საერთაშორისო ნორმა, არამედ კონკრეტული ადამიანების წინააღმდეგაც დაარღვია საერთაშორისო სამართლის ნორმები და, ასევე, მათი კონვენციური უფლებები, რის გამოც მას დაეკისრა ეს პასუხისმგებლობა. ეს გადაწყვეტილება მიანიშნებს იმაზე, რომ აუცილებლად სამართალი აღსრულდება და მშვიდობიანი დეოკუპაცია მთელი ქვეყნის სწორედ სამართლებრივი მეთოდებით აუცილებლად წარმატებით განხორციელდება", – განაცხადა რატი ბრეგაძემ.
დრონების თავდასხმის შემდეგ ილსკის და სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს ცეცხლი გაუჩნდა.
დათუნაშვილი - სამშობლოს ღალატში გამოწრთობილი ხელისუფლება მორიგ მოღალატეობრივ აქტს სჩადის
კობახიძე - როდესაც ხელოვნურად ცდილობ, გააღვივო რუსოფობია ქვეყანაში, ეს ნიშნავს იმას, რომ საკუთარ ქვეყანას უწყობ პროვოკაციას
კობახიძე - ევროსაბჭოს რეზოლუციაში წერია, რომ კონფლიქტი ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებების ფაზაში გადავიდა სააკაშვილის რეჟიმის მიერ ცხინვალის დაბომბვის შემდეგ
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)