13:14 - 08 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-28 17:29:47, 1108 ნახვა

პოლიტიკა
ოქრიაშვილი - „რუსული ოცნების“ ოპოზიცია არის ჩვენი მოსახლეობის 89%, ვისაც სურს საქართველოში და EU-ში ცხოვრება

მუდმივად გვესმის, რომ ოპოზიცია დაქსაქსული და სუსტია, „რუსული ოცნება“ კი მონოლითური და ძლიერი და ამის გამო, არ დამარცხდება. ვინც ასე ფიქრობს, ან „რუსული ოცნების“ წევრია ან პოლიტიკური იდიოტი. პასუხი ამ ნარატივზე დევს მთავარ კითხვაში - ვინ არის ოპოზიცია?! „რუსული ოცნების“ ოპოზიცია არის ჩვენი მოსახლეობის 89 %, ვისაც სურს საქართველოში და ამავდროულად, ევროკავშირში ცხოვრება, - ამის შესახებ  "პროგრესი და თავისუფლების" ლიდერი კახა ოქრიაშვილი აცხადებს.

ოქრიაშვილის თქმით, "მოღალატე რუსული ოცნება" ყველაფერს აკეთებს, რომ ხალხის ნების  საწინააღმდეგოდ,  ქვეყანა "ნაცისტურ რუსეთს მიაწებოს".

"ამ მოცემულობაზე აღარავინ დავობს და მაინც, პირადად ჩემთვისაც და ქართველი ხალხისთვისაც საწყენი იყო, როცა მოღალატე „რუსულმა ოცნებამ“ კიდევ ერთხელ არ დაუჭირა მხარი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციას და ამით პირდაპირ მხარი დაუჭირა რუსეთს, რომლის აგენტები და ინტერესების გამტარებლები არიან!

პრაქტიკულად, ქართველი ხალხის დიდი უმრავლესობის სურვილია,  მოღალატე „ოცნება“ არამხოლოდ ხელისუფლებას, არამედ საერთოდ ქართულ პოლიტიკას ჩამოშორდეს. ჩვენი ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესია, ჩამოვაშოროთ „ოცნება“ და მისი ლიდერშიპი ზოგადად საქართველოს, რასაც ძალიან მალე ვიხილავთ!" - აცხადებს ოქრიაშვილი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დრონების თავდასხმის შემდეგ ილსკის და სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს ცეცხლი გაუჩნდა.
დათუნაშვილი - სამშობლოს ღალატში გამოწრთობილი ხელისუფლება მორიგ მოღალატეობრივ აქტს სჩადის
კობახიძე - როდესაც ხელოვნურად ცდილობ, გააღვივო რუსოფობია ქვეყანაში, ეს ნიშნავს იმას, რომ საკუთარ ქვეყანას უწყობ პროვოკაციას
კობახიძე - ევროსაბჭოს რეზოლუციაში წერია, რომ კონფლიქტი ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებების ფაზაში გადავიდა სააკაშვილის რეჟიმის მიერ ცხინვალის დაბომბვის შემდეგ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics