|
2023-04-28 16:10:20, 867 ნახვა
საზოგადოება
დავითაშვილი - „აწარმოე საქართველოს“ მეშვეობით გავაგრძელებთ საწარმოების მხარდაჭერას, რომ ქართული სამრეწველო სექტორი უფრო კონკურენტუნარიანი გახდეს
ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა სამშენებლო და სარემონტო მასალების ერთ-ერთი ყველაზე დიდი მწარმოებლის, კომპანია „ნოვას" ახალი საწარმოს გახსნაში მიიღო მონაწილეობა. თბილისსა და ბათუმში კომპანიამ სამი ახალი საწარმოო მიმართულება საკუთარ პორტფელში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტო „აწარმოე საქართველოში" მხარდაჭერით დაამატა. შედეგად, „ნოვა" იქნება პირველი კომპანია ამიერკავკასიაში, რომელიც XPS-ის წარმოებას დაიწყებს. აღნიშნული პროდუქცია ფასადის, საძირკვლებისა და ჭერის დათბუნებისთვის გამოიყენება. გარდა ამისა, კომპანია ქართული წარმოების 4 დასახელების წებო-ცემენტსა და ბეტეკის წებო-ცემენტს, ასევე შავი მეტალის ოთხკუთხა და მრგვალ მილებს შესთავაზებს მომხმარებელს. ახალი საწარმოო ხაზების ამოქმედების მიზნით კომპანიამ ჯამში 20 მილიონ ლარზე მეტის ინვესტიცია განახორციელა და დამატებით 80 ადამიანი დაასაქმა. ჯამურად, „ნოვა" საქართველოს მასშტაბით 1000-ზე მეტ ადამიანს ასაქმებს. ლევან დავითაშვილის განცხადებით, კომპანია „ნოვამ" სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" სხვადასხვა პროგრამებით პირველად წლების წინ ისარგებლა და დღეს სახეზეა მაღალტექნოლოგიური საწარმო, რომელიც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს სამშენებლო სექტორში თვითუზრუნველყოფის ამაღლების კუთხით. „აწარმოე საქართველოში" პროგრამის მხარდაჭერის შედეგად, კომპანია იწყებს ისეთი პროდუქციის წარმოებას, რაც მანამდე არ იწარმოებოდა საქართველოში და ეს უდიდეს წვლილს შეიტანს ჩვენი ქვეყნის სამშენებლო სექტორის აქტიურად განვითარებაში. აქამდე ძირითადად გამოიყენებოდა იმპორტირებული პროდუქცია, ახლა კი „აწარმოე საქართველოში" დახმარებით, გაჩნდა შესაძლებლობა, გვქონდეს ადგილობრივი წარმოება და ეს არა მხოლოდ საქართველოს ბაზარს მოხმარდეს და 120 მილიონი ლარის იმპორტი ჩაანაცვლოს, არამედ კომპანიას ეძლევა საშუალება, გავიდეს ექსპორტზე, მათ შორის ევროკავშირის ბაზარზე. ასევე უნდა აღინიშნოს დიაგონალური კუმულაციის შეთანხმება, რომელიც ევროკავშირთან გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის კუთხით. მოგეხსნებათ, დიაგონალური კუმულაციის შეთანხმება გვაძლევს საშუალებას, საქართველოსა და თურქეთში წარმოებული ნედლეული გამოყენებული იყოს ქართულ ან თურქულ პროდუქციაში და ეს პროდუქცია ევროპულ ბაზარზე კვოტების, ბარიერებისა და ტარიფების გარეშე, თავისუფალ რეჟიმში ივაჭრებოდეს. „აწარმოე საქართველოში" პროგრამების მეშვეობით ჩვენ გავაგრძელებთ მსგავსი მნიშვნელოვანი წარმოებებისა და საწარმოების მხარდაჭერას, რომ ქართული სამრეწველო სექტორი, მათ შორის სამშენებლო მასალების მწარმოებელი სექტორი კიდევ უფრო კონკურენტუნარიანი გახდეს", - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ აშშ-სა და ირანს შორის ტექნიკური მოლაპარაკებები მიმდინარეობს
უკრაინამ Rheinmetall-ისგან 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები შეუკვეთა
უკრაინამ და შვედეთმა 16 Gripen E გამანადგურებლის შესყიდვის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი
ღალიბაფი: თუ აშშ უარს იტყვის დიალოგის გზით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე, ჩვენ ომისთვის მზად ვართ
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ Rheinmetall-ისგან 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები შეუკვეთა
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)