12:47 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-26 19:53:21, 830 ნახვა

საზოგადოება
ეკატერინე კვარაცხელია - აქონდროპლაზიის მქონე პაციენტები ძალიან რთული პაციენტები არიან, ისინი მოითხოვენ მულტიდისციპლინურ მართვას

აქონდროპლაზიის მქონე პაციენტები ძალიან რთული პაციენტები არიან, მათ აქვთ სხვადასხვა სისტემის პრობლემები და ისინი მოითხოვენ მულტიდისციპლინურ მართვას, - აღნიშნულის შესახებ ენდოკრინოლოგმა ეკატერინე კვარაცხელიამ განაცხადა. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ენდოკრინოლოგს განმარტებით, ასეთი პაციენტების ინდივიდუალური მოთხოვნილებები სწორად უნდა იყოს მართული.

„დღეს გაიმართა გაერთიანებული შეხვედრა იშვიათი დაავადებების მართვის საბჭოში. ბევრ საკითხზე იყო მსჯელობა, მათ შორის აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების საჭიროებებზე. ჩვენი კოლეგებისგან მოვისმინეთ და დავსახეთ გეგმები. ჩავაბარეთ ანგარიში, რას აკეთებს ეს სამუშაო ჯგუფი, რომელიც სხვადასხვა სპეცილიასტისგან შედგება. პირველ რიგში, უნდა შედგეს სწორი რეგისტრი, მოხდეს პაციენტების აღრიცხვა, მათი სამედიცინო კუთხით შეფასება და დამუშავდეს ეს მონაცემები. ჩვენი მხრიდან სამინისტროს გავაცანით ჩვენი სამუშაო ფორმატი, რომ ყოველკვირეულად ვხვდებით და ვართ პროტოკოლის შემუშავების პროცესში. შესაძლოა, სამომავლოდ ჩავრთოთ უცხოელი ექსპერტებიც.

აქონდროპლაზიის მქონე პაციენტები ძალიან რთული პაციენტები არიან, მათ აქვთ სხვადასხვა სისტემის პრობლემები და ისინი მოითხოვენ მულტიდისციპლინურ მართვას. მათი მართვა სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში განსხვავებულ მიდგომას გულისხმობს და სწორედ ამ საკითხებზე იყო დღეს მსჯელობა, რომ მათი ინდივიდუალური მოთხოვნილებები უნდა იყოს სწორად მართული. მართვა ეხება ყველაფერს, ეს ტერმინი გამოიყენება მაშინ, როდესაც დაავადებისგან არ ხდება განკურნება“, – განაცხადა ეკატერინე კვარაცხელიამ.

ეკატერინე კვარაცხელიას განცხადებით, აქონდროპლაზიის სამკურნალო კონკრეტულ მედიკამენტს აქვს თავისი გამოყენების ჩვენებები და უკუჩვენებები.

„ეს პრეპარატი დაჩქარებული წესითაა მიღებული ამერიკის წამლის სააგენტოს და ევროპის წამლის სააგენტოს მიერ. დასრულებულია კლინიკური კვლევების ფაზები, მაგრამ ჯერ კიდევ ინტენსიურად მიმდინარეობს გამოკვლევა. ეს პრეპარატი იმ ქვეყნებში არის გამოყენებული, სადაც მიმდინარეობდა კლინიკური კვლევა და ამ ქვეყნებშიც ინტენსიურად ხდება პაციენტებზე დაკვირვება, როგორც ეფექტურობის შეფასება, ისე გვერდითი მოვლენების გაანალიზება“, - განაცხადა ეკატერინე კვარაცხელიამ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
თამარ კეკენაძე – არ გვაქვს მოლოდინი, რომ მოძალადე დეპუტატებს თავად „ოცნების“ მოძალადე სისტემა დასჯის
ივანიშვილის დეპუტატი ხამენეის დაკრძალვაზე ჩასვლაზე - რეგიონის ლიდერები ერთად დაესწრებიან ცერემონიალს და ამაში უცნაურს ვერაფერს ვხედავ
არასრულწლოვნების ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს- ბავშვებს მათხოვრობას აიძულებდნენ
2026 წლის I კვარტალში ევროკავშირი საქართველოს 2 060 მოქალაქეს დაატოვებინეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics