08:02 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-25 22:47:29, 1554 ნახვა

ომი უკრაინაში
კულება - უკრაინას სჭირდება NATO, ხოლო NATO-ს სჭირდება უკრაინა

კულება - უკრაინას სჭირდება NATO, ხოლო NATO-ს სჭირდება უკრაინა, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა.

მისივე თქმით, უკრაინის NATO-ში გაწევრიანების წინააღმდეგ გამოთქმული ყოველი ახალი არგუმენტები წინაზე სუსტია, აქედან გამომდინარე უკრაინა უნდა გახდეს ალიანსის წევრი და ზედმეტად ფრთხილმა სტრატეგიამ შესაძლოა, მძიმე შედეგები გამოიწვიოს.

"უკრაინელები 2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ სულ უფრო მეტად უჭერენ მხარს ალიანსში გაწევრიანებას და განხეთქილება ამ საკითხთან დაკავშირებით აღარ არსებობს. უკრაინა უნდა გახდეს NATO-ს წევრი და ზედმეტად ფრთხილმა სტრატეგიამ შესაძლოა, მძიმე შედეგები გამოიწვიოს. 

რაც შეეხება NATO-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ გამოთქმულ არგუმენტებს, კარგი ამბავი ის არის, რომ ყოველი ახალი არგუმენტი წინაზე სუსტია. ცუდი ამბავი ის არის, რომ მუდმივად მათი უარყოფა კარგავს ძვირფას დროს ხალხის უსაფრთხოების ხარჯზე. უკრაინას სჭირდება NATO, ხოლო NATO-ს სჭირდება უკრაინა" - განაცხადა კულებამ. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ და შვედეთმა 16 Gripen E გამანადგურებლის შესყიდვის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი
ღალიბაფი: თუ აშშ უარს იტყვის დიალოგის გზით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე, ჩვენ ომისთვის მზად ვართ
დონალდ ტრამპის შესახებ ახალი წიგნი, გამოსვლიდან პირველივე კვირაში ბესტსელერი გახდა
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics