17:01 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-22 17:14:48, 1204 ნახვა

საზოგადოება
ბერძნული მედია - სალონიკში ტრეფიკინგის საქმეზე 51 წლის ქართველი დააკავეს

20 აპრილს საბერძნეთის ქალაქ სალონიკში პოლიციის თანამშრომლებმა არალეგალი ემიგრანტების ტრეფიკინგის საქმეზე, 51 წლის ქართველი დააკავეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, 51 წლის ქართველი იმიგრაციის მართვის დეპარტამენტის პოლიციის თანამშრომლების მიერ ჩატარებული ოპერაციის შემდეგ დააკავეს. 

გამოცემის ცნობითვე, სამართალდამცველებმა კავალა-თესალონიკის ძველ გზატკეცილზე გააჩერეს სატვირთო მანქანა, რომელსაც საქართველოს მოქალაქე მართავდა, ხოლო მანქანის შემოწმების შემდეგ სატვირთოში აღმოაჩინეს 6 უცხოელი სირიიდან, რომლებსაც არ ჰქონდათ შესაბამისი დოკუმენტები. 

საქმეზე წინასწარ გამოძიებას მიგდონიის იმიგრაციის მართვის დეპარტამენტის პოლიციის თანამშრომლები აწარმოებენ, დაკავებული  პროკურატურაში გადაიყვანეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზალუჟნიმ ზელენსკის პრეზიდენტობის კანდიდატად კენჭისყრის განზრახვის შესახებ აცნობა
გორში ტელე-რადიო კომპანია „თრიალეთის“ მხარდამჭერი აქცია გაიმართა
თიბისი სტუმრებს Tbilisi Open Air-ზე განსაკუთრებული შეთავაზებებით უმასპინძლებს
მდინარაძე ავალიანის საქმეზე დაზარებულებს მიმართავს - ნუ დავასწრებთ მოვლენებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics