06:43 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-22 16:14:19, 1644 ნახვა

ომი უკრაინაში
ესპანეთი უკრაინას უახლოეს დღეებში Leopard-ის 6 ტანკს გადასცემს

ესპანეთი უკრაინას დაპირებული 10 Leopard 2A4 ტანკიდან 6-ს უახლოეს დღეებში მიაწვდის. აღნიშნულის შესახებ ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ხოსე მანუელ ალბარესმა განაცხადა.

მისი თქმით, ესპანეთი მხარს დაუჭერს უკრაინას მანამ, სანამ ამის საჭიროება იქნება

"ესპანეთი უკრაინას დაპირებული 10 Leopard 2A4 ტანკიდან 6-ს უახლოეს მომავალში გადასცემს. ამის შემდეგ იქნება მეორე პაკეტი კიდევ 4 ტანკით.

ესპანეთი მხარს დაუჭერს უკრაინას მანამ, სანამ ამის საჭიროება იქნება. ეს [მხარდაჭერა] მოიცავს ჰუმანიტარულ დახმარებას, ლტოლვილების მიღებას და თავდაცვითი იარაღის მიწოდებას",- განაცხადა ალბარესმა.

ესპანეთი თავდაცვის მინისტრის, მარგარიტა რობლესის თქმით, ესპანეთი უკრაინას დამატებით 20 ჯავშანტრანპორტიორსაც მიაწვდის. 

შეგახსენებთ, რომ 20 აპრილს, ცნობილი გახდა, რომ დანია და ნიდერლანდები უკრაინას Leopard 2-ის 14 ტანკს გადასცემენ.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics