17:01 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-22 13:09:27, 923 ნახვა

საზოგადოება
დაცული ტერიტორიების სააგენტოს ტერიტორიული ადმინისტრაციების წარმომაგენლების შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით ტრენინგები მიმდინარეობს

სასწავლო კურსი მოიცავს დაცული ტერიტორიების მართვის ეფექტიანობის გაძლიერებას და ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის გაუმჯობესებას. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ტრენინგები ახალი საგრანტო პროექტის „მდგრადი განვითარებისა და დაცული ტერიტორიების მართვის სისტემის გაძლიერება“ ფარგლებში მიმდინარეობს.

„პროექტის ძირითად მიზანს წარმოადგენს, დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციების თანამშრომელთა შესაძლებლობების გაძლიერება მართვის გეგმებისა და მოკლევადიანი საოპერაციო გეგმების შემუშავების მიმართულებით. ტრენინგების ფარგლებში დაგეგმილია თბილისის ეროვნული პარკის მართვის გეგმისა და მასთან დაკავშირებული საოპერაციო გეგმის შემუშავება/განახლება.

„მდგრადი განვითარებისა და დაცული ტერიტორიების მართვის სისტემის გაძლიერება“ დაფინანსებულია გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით, მმართველობის რეფორმის ფონდის (GRF) IV ფაზის პროექტის ფარგლებში“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ზალუჟნიმ ზელენსკის პრეზიდენტობის კანდიდატად კენჭისყრის განზრახვის შესახებ აცნობა
გორში ტელე-რადიო კომპანია „თრიალეთის“ მხარდამჭერი აქცია გაიმართა
თიბისი სტუმრებს Tbilisi Open Air-ზე განსაკუთრებული შეთავაზებებით უმასპინძლებს
მდინარაძე ავალიანის საქმეზე დაზარებულებს მიმართავს - ნუ დავასწრებთ მოვლენებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics