06:43 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-22 10:45:33, 1754 ნახვა

ომი უკრაინაში
ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონს, რომელიც გეოგრაფიული ობიექტებისთვის რუსეთთან დაკავშირებული სახელების დარქმევას კრძალავს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონს „გეოგრაფიული სახელების შესახებ“, რომელიც კრძალავს გეოგრაფიული ობიექტებისთვის სახელების დარქმევას, რომლებიც დაკავშირებულია რუსეთთან. აღნიშნულის შესახებ განცხადებას უკრაინის "უმაღლესი რადა" ავრცელებს.

დოკუმენტის მიხედვით, კანონი კრძალავს გეოგრაფიული ობიექტებისთვის სახელების მინიჭებას, რომლებიც ასოცირდება ან განადიდებს რუსეთს ან რუსეთის სამახსოვრო ადგილებს, თარიღებს, მოვლენებს ან პირებს, რომლებმაც განახორციელეს აგრესია უკრაინის (ან ნებისმიერი სხვა ქვეყნის) წინააღმდეგ.

"21 აპრილის მდგომარეობით, ზელენსკიმ ხელი მოაწერა No7253 კანონპროექტს „გეოგრაფიული სახელების შესახებ“. 

კანონი კრძალავს გეოგრაფიული ობიექტებისთვის სახელების მინიჭებას, რომლებიც განასახიერებენ რუსეთს, განადიდებენ მას ან მის დასამახსოვრებელ ადგილებს, თარიღებს, მოვლენებს და მოღვაწეებს, რომლებმაც უკრაინის ან სხვა ქვეყნის წინააღმდეგ აგრესია განახორციელეს.

კანონმა უნდა უზრუნველყოს რუსეთის ფედერაციის გავლენის შემცირება უკრაინის საშინაო პოლიტიკაზე და უკრაინელების მსოფლმხედველობაზე, შექმნას წინაპირობები რუსული პროპაგანდისტული აქტივობების აღსაკვეთად",- წერია განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics