02:40 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-20 15:17:39, 1146 ნახვა

ეკონომიკა
ოთრ შამუგია - ქვეყანაში მელიორირებული მიწის ფართობი 3.5-ჯერ გაიზარდა

საქართველოს კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, მიწების მელიორაცია, სარწყავი და დამშრობი სისტემების მშენებლობა, ექსპლუატაცია და მართვა მნიშვნელოვან რგოლს წარმოადგენს სოფლის მეურნეობის განვითარებაში,- ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ, პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით აღნიშნულმა უნდა უზრუნველყოს ქვეყანაში ინტენსიური და ეფექტიანი სასოფლო-სამეურნეო წარმოებისთვის საჭირო პირობების შექმნა.

„აქტიურად მიმდინარეობს საირიგაციო და სადრენაჟე ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია. უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში, საქართველოს მასშტაბით, სამელიორაციო ინფრასტრუქტურის 422 სარეაბილიტაციო პროექტი განხორციელდა. გატარებული ღონისძიებების შედეგად,   წყალუზრუნველყოფილი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი 45 000 ჰექტრიდან 165 000 ჰექტრამდე, ხოლო დრენირებული მიწის ფართობი 14 000 ჰექტრიდან 43 000 ჰექტრამდე გაიზარდა.

ყოველწლიურად, მნიშვნელოვნად იზრდება მომსახურების არეალი - წყალუზრუნველყოფილი სავარგულების რაოდენობა, რომელზეც შეზღუდული ან შეწყვეტილი იყო სასოფლო-სამეურნეო კულტივირების პროცესი“,- განაცხადა მინისტრმა.

მისივე თქმით, დღეისათვის, ქვეყნის მასშტაბით, სამელიორაციო ინფრასტრუქტურის 61.5 მლნ ლარის ღირებულების  სარეაბილიტაციო პროექტები მიმდინარეობს. მშენებლობა-რეაბილიტაციის გეგმით, წლის განმავლობაში კიდევ 101 მლნ ლარის ღირებულების სამუშაოები დაიწყება. პროექტების სრულად განხორციელების შედეგად,  დამატებით,  14 570 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი რეგულარულად მოირწყვება, 22 800 ჰექტარზე სარწყავი წყლის მიწოდება გაუმჯობესდება, ხოლო დრენირებული მიწის ფართობი 905 ჰექტრით გაიზრდება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics