20:52 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-19 12:56:57, 795 ნახვა

საზოგადოება
აზარაშვილი - სააკაშვილის მკურნალობის პროცესში ჩასართავად, პოლონელი ექიმებისთვის შესაბამისი პროცედურის გავლაა საჭირო

ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის პროცესში ჩასართავად პოლონელი ექიმებისთვის ნებართვის გაცემას დოკუმენტაციის წარდგენა და შესაბამისი პროცედურის გავლა სჭირდება..

მისი თქმით, პროცესს სრულად მართავს პენიტენციური სისტემა და ის კლინიკა, სადაც სააკაშვილი მკურნალობას გადის.

„არის განაცხადი მხოლოდ შემოტანილი, რომელიც ითხოვს აღნიშნული ექიმების გრძელვადიანად, ქვეყანაში მუშაობის უფლების გაცემას. შესაბამისი უფლების გაცემას სჭირდება დოკუმენტაციის ჩამონათვალი, რომელიც არც თუ ისე რთულია მოსაძიებლად. სამწუხაროდ, ეს დოკუმენტაცია მას არ ახლდა თან. სრულად პროცესს მართავს პენიტენციური სისტემა და ის კლინიკა სადაც მკურნალობას გადის“,- განაცხადა აზარაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 16 მარტს "რადიო თავისუფლების" ევროპის ბიუროს ჟურნალისტმა, რიკარდ იოზვიაკმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქართულმა მხარემ პოლონელ ექიმებს მიხეილ სააკაშვილის მონახულების ნება დართო, თუმცა პოლონელი ექიმებს კლინიკაში შესვლის შესაძლებლობა ამ დრომდე არ მიეცათ

ამასთან, 20 მარტს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ თქვა, რომ "არ ყოფილა შემოსული არც მიხეილ სააკაშვილის, არც მისი ოჯახის მხრიდან რამე განცხადება, რომლის მიხედვითაც გვთხოვდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილის მკურნალობაში ჩართულიყვნენ უცხოელი ექიმები".





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მინდია შერვაშიძე ციხიდან გამოსვლისთანავე 500 ლარით დააჯარიმეს
კობახიძე: მიუხედავად წარმოქმნილი გამოწვევებისა, კვლავაც გვწამს, რომ დადგა დრო, გადავტვირთოთ აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა
შსს მალანიაზე: ჰქონდა ინფორმაცია ავალიანზე თავდასხმაზე და პოლიციას არ შეატყობინა
დროა: ელენე ხოშტარია ციხიდან ვივამედში გადაჰყავთ, უკვე გზაშია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics