03:52 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-15 12:30:22, 1621 ნახვა

ომი უკრაინაში
ზელენსკი - აღდგომის წინა კვირის არცერთი საათი არ გასულა რუსული ტერორის გარეშე

აღდგომის წინა კვირის არცერთი საათი არ გასულა რუსული ტერორის გარეშე, - ამის შესახებ უკრაინი პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, მტერს უკრაინის მიწაზე არანაირი პერსპექტივა არ ექნება და უკრაინის გამარჯვება ვალდებულებაა კაცობრიობის წინაშე და აღნიშნავს, რომ ცივილიზებული სამყარო ერთიანობით  აუცილებლად გაიმარჯვებს.

„მთავარია ოკუპანტების მუდმივი განადგურება, მათი ლოჯისტიკისა და ნებისმიერი პოტენციალის განადგურება ოკუპირებულ ტერიტორიაზე. ეს არის ჩვენი აქტიური ნაბიჯების მომზადება, ეს არის კონტრშეტევითი სამუშაო. მადლობას ვუხდი ყველა ჯარისკაცს, ვინც ამას უზრუნველყოფს, ვისაც ახსოვს, რომ რუსეთის მიერ ჩვენს ქალაქებსა და სოფლებზე, ჩვენს პოზიციებზე ყოველი დარტყმისთვის, უკრაინელების ყოველი მკვლელობისთვის ოკუპანტმა მაქსიმალურად საგრძნობი დანაკარგი უნდა განიცადოს. უკრაინული მიწის ყოველი მეტრი ოკუპანტებისთვის ამ ომში რუსეთის წაგების გარდაუვალობას უნდა ნიშნავდეს. იმის გარდაუვალობას, რომ უკრაინის მიწაზე მტერს პერსპექტივა არ ექნება. აღდგომის წინა კვირის არცერთი საათი არ გასულა რუსული ტერორისა და მკვლელობების გარეშე. ეს არის ბოროტების სახელმწიფო და ის დამარცხდება. გამარჯვება – ჩვენი ვალდებულებაა კაცობრიობის წინაშე და ჩვენ გავიმარჯვებთ“, - განაცხადა ზელენსკიმ.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics