03:52 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-14 13:39:57, 1649 ნახვა

ომი უკრაინაში
ჩინეთი უკრაინის კონფლიქტში მონაწილე მხარეებს იარაღს არ მიაწვდის - ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

ჩინეთი უკრაინის კონფლიქტში მონაწილე მხარეებს იარაღს არ მიაწვდის, - ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჩინ განგმა პეკინში გერმანელ კოლეგასთან, ანალენა ბერბოკთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ისაუბრა ჩინეთის მზადყოფნაზე, რომ კონფლიქტის მშვიდობიანი გზით დასრულების მიზნით, მოლაპარაკებებს ხელი შეუწყოს.

"სამხედრო აღჭურვილობის ექსპორტთან დაკავშირებით, ჩინეთი წინდახედულ და პასუხისმგებლიან დამოკიდებულებას იჩენს. ჩინეთი არ მიაწვდის იარაღს კონფლიქტის მონაწილე მხარეებს და ორმაგი დანიშნულების ნივთების ექსპორტს კონტროლს გაუწევს კანონისა და რეგულაციების შესაბამისად", - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ჩინ განგის თქმით, ყველა მხარე „ობიექტური და მშვიდი“ უნდა დარჩეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics