|
2023-04-13 11:30:05, 736 ნახვა
საზოგადოება
სასაზღვრო პოლიციას ევროკავშირის მხარდაჭერით სპეციალური აღჭურვილობა და ავტომანქანები გადაეცა
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციას დაკვირვების სისტემები, მაღალი გამავლობის ავტომანქანები და ავტობუსები გადაეცა. შს სამინისტროს ცნობით, აღჭურვილობის გადაცემა პროექტების - „ევროკავშირი უსაფრთხოებისთვის, პასუხისმგებლობისთვის და საქართველოში დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისთვის (SAFE) - ინტეგრირებული საზღვრის მართვა“ და "საზღვრისა და მიგრაციის მართვის ქმედება საქართველოსთვის (BMMAG)" ფარგლებში, მიგრაციის საერთაშირისო ორგანიზაციის (IOM) ხელშეწყობითა და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭრით განხორციელდა. "აღჭურვილობის გადაცემის ღონისძიებას საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე - ალექსანდრე დარახველიძე, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსი - ნიკოლოზ შარაძე, ევროკავშირის ელჩი საქართველოში - პაველ ჰერჩინსკი და მიგრაციის საერთაშორისო მისიის ხელმძღვანელი საქართველოში - სანია ჩელებიჩ ლუკოვაცი დაესწრნენ. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ მესაზღვრეებს მადლობა გადაუხადა ერთგული სამსახურისთვის და აღნიშნა, რომ საზღვრის ინტეგრირებული მართვის გაძლიერება სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. მინისტრის მოადგილემ ასევე მადლობა გადაუხადა ევროკავშირის ელჩს - პაველ ჰერჩინსკისა და მიგრაციის საერთაშორისო მისიის ხელმძღვანელს - სანია ჩელებიჩ ლუკოვაცს მხარდაჭერისა და მრავალწლიანი მჭიდრო თანამშრომლობისთვის. დაკვირვების თანამედროვე სისტემები, რომლებიც საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვარზე განთავსდა, მნიშვნელოვნად გააძლიერებს სახმელეთო საზღვრის დაცვის მიმართულებას, გააუმჯობესებს სასაზღვრო მონაკვეთების კონტროლის შესაძლებლობებს, რაც, თავის მხრივ, დანაშაულების გამოვლენასა და აღკვეთას შეუწყობს ხელს. ევროკავშირი აქტიურად განაგრძობს საქართველოში საზღვრის ინტეგრირებული მართვის პროცესის მხარდაჭერას, რაც საზღვრის მართვის სისტემების განვითარებას და მოდერნიზებას გულისხმობს. აღნიშნული პროექტების მიზანია საქართველოს მთავრობის შესაძლებლობების გაძლიერება ინტეგრირებული საზღვრის მართვისა და მიგრაციის მიმართულებით, ევროკავშირსა და საქართველოს შორის გაფორმებული სათანადო ხელშეკრულებებისა და სამოქმედო გეგმების, განსაკუთრებით ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესაბამისად", - ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.
პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა
ლაიენი: სამხრეთ კავკასია მსოფლიოს უდიდესი გზაჯვარედინია, სტრატეგიული მნიშვნელობა ზრდას აგრძელებს და აზერბაიჯანს ცენტრალური როლი აქვს
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე ჟურნალისტი ნატუკა ლომაძე დაიბარა
მინდია შერვაშიძე ციხიდან გამოსვლისთანავე 500 ლარით დააჯარიმეს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზალუჟნიმ ზელენსკის პრეზიდენტობის კანდიდატად კენჭისყრის განზრახვის შესახებ აცნობა
უკრაინამ Rheinmetall-ისგან 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები შეუკვეთა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)